| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებმა სტანდარტიზებული ტესტი - ptsat/nmsqt წარმატებით ჩააბარეს და გამორჩეული შედეგები აჩვენეს.
ქართულ-ამერიკულ უმაღლეს სკოლაში მოსწავლეთა შთამბეჭდავი მიღწევებით ამაყობენ.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამი მოსწავლე, რომლებმაც 1520 -დან 1450 და მეტი ქულა მოიპოვეს:
29 მოსწავლემ კი 80%-ზე მაღალი შედეგი აჩვენა, რაც სკოლის აკადემიურ პოტენციალსა და მოსწავლეთა მიზანდასახულობას ნათლად წარმოაჩენს.
80%-ზე მაღალი შედეგის მქონე მოსწავლეები:
სტანდარტიზებული ტესტი, რომელსაც ატარებენ ორგანიზაციები College Board და National Merit Scholarship Corporation (NMSC). განკუთვნილია ამერიკული სკოლების მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის.
ტესტის სტრუქტურა, სირთულე და კითხვების ტიპი თითქმის იდენტურია ძირითადი SAT გამოცდისა. ის მოსწავლეებს ეხმარება შეაფასონ საკუთარი ცოდნა და გაიგონ, რომელ სფეროებში სჭირდებათ გაუმჯობესება უნივერსიტეტში ჩასაბარებელ გამოცდამდე. მე-11 კლასში ამ ტესტის ჩაბარება და მაღალი ქულის აღება მოსწავლეებს აძლევს შანსს ჩაერთონ „National Merit Scholarship“ პროგრამაში და მოიპოვონ სასწავლო სტიპენდიები.
იხილეთ ვიდეო:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში
„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას