სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 სკოლაში 
19-11-2026
-
+


10 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში არსებული ღირებულებითი განათლების კლუბის ინიციატივითა და ორგანიზებით, ჩატარდა ღონისძიება-მიძღვნილი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი.

ღონისძიებაზე სკოლის მოსწავლეები მრავალფეროვანი პროგრამით წარდგნენ. დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა ბავშვების მიერ მხატვრულად წარმოთქმული აკაკი წერეთლის პოემა - „წმინდა ნინო ანუ ქრისტიანობის შემოღება საქართველოში“ ასევე, იაკობ გოგებაშვილის - „ქართველთა მოქცევა ქრისტიანობაზე და წმინდა ნინო, ჩვენი განმანათლებელი“. სკოლის მე-11 კლასელებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია და მიმოიხილეს საქართველოში ქრისტიანობის ქადაგებისა და გავრცელების პერიოდები.

სადღესასწაულო ღონისძიებაზე ბავშვებმა შეასრულეს ქართული სიმღერა და საცეკვაო ნომრები, წაიკითხეს ცნობილი ქართველი პოეტების ლექსები. ღონისძიების მიმდინარეობისას მოსწავლეებმა ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მოღვაწეობას ჯავახეთში.

სასიხარულოა, რომ ღონისძიებაზე გამოფენილი იყო ბავშვების მიერ შესრულებული სხვადასხვა ნახატები და ნამუშევრები მიძღვნილი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი.

სადღესასწაულო ღონისძიებას სკოლის პედაგოგებთან, ბავშვებთან და მშობლებთან ერთად ესწრებოდნენ სტუმრებიც: ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე რუბენ პალიანი, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე არმენ მარანგოზიანი, ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი თერეზა ჩივჩიანი და სხვა მიწვეული სტუმრები.

ღონისძიების დასრულების შემდეგ დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლის დირექტორმა ნინო სუდაძემ. მან მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზებისთვის ღირებულებითი განათლების კლუბს, სკოლის ყველა პედაგოგს და მონაწილე ბავშვებს, რომლებიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდნენ საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

ასევე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა ახალქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, თერეზა ჩივჩიანმა. მან ისაუბრა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ღირებულებითი განათლების კლუბების შესახებ.

საიუბილეო თარიღი და დღევანდელი წარმატებულად ჩატარებული ღონისძიება საზოგადოებას მიულოცა ღირებულებითი განათლების კლუბის ხელმძღვანელმა დეკანოზმა ალექსანდრე ქასრაშვილმა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძემ.

ილია ჭავჭავაძის სახელობის ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში არსებული ღირებულებითი განათლების კლუბი (ხელმძღვანელი დეკანოზი ალექსანდრე ქასრაშვილი) მადლობას უხდის ღონისძიების მხარდაჭერისთვის სკოლის დირექტორს, ნინო სუდაძეს, მასწავლებლებს, ისტორიის პედაგოგ მარიკა მიქელაძეს, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს - მანანა ნათენაძეს და ნანა კარაპეტიანს, ხელოვნების პედაგოგ გიორგი მეტრეველს. ასევე, ყველა პედაგოგს და მონაწილე ბავშვებს, რომლებმაც თავიანთი შრომითა და სიყვარულით წარმოადგინეს ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია სამი მოსწავლე, რომლებმაც 1520 -დან 1450 და მეტი ქულა მოიპოვეს
 

ღონისძიებას კლასის დამრიგებლები - ვერიკო მიქავა და თეონა ძირკვაძე ხელმძღვანელობდნენ

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება