| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს ტოლერანტულ ღირებულებებზე ზრდიან.
16 ნოემბერს, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, შუასურების საჯარო სკოლაში საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებთან ჩატარდა საინფორმაციო, შემეცნებითი შეხვედრა-პრეზენტაცია.
მოსწავლეებმა უყურეს რამდენიმე ვიდეოს ტოლერანტული ქცევის მაგალითებზე და იმსჯელეს მათზე, გააანალიზეს სიუჟეტები და თავად ახსნეს საკუთარი სიტყვებით თუ რას ნიშნავს ტოლერანტობა და რატომ არის ის ასეთი მნიშვნელოვანი.
მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ ტოლერანტობის თემაზე AI-ის გამოყენებით შექმნილ თამაშში, რომელიც ინტერაქტიული ხასიათისაა და მოზარდები მყისიერად ამოწმებდნენ თავიანთ პასუხებს.
ბოლოს მათ შექმნეს პოსტერი განსხვავებულობასა და თანასწორობაზე, სიმბოლურად ფერად ხელებზე დაწერეს რას ნიშნავს მათთვის ტოლერანტობა, და დაიტანეს პოსტერზე მრავალფეროვანი სამყაროს გადმოსაცემად.
პრეზენტაცია და ვორქშოფი მოამზადა ინგლისური ენის მასწავლებელმა სალომე შავგულიძემ.
იხილეთ ფოტოები:
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას
„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“
მოსწავლეები ასევე ჩაერთნენ ტოლერანტობის თემაზე AI-ის გამოყენებით შექმნილ თამაშში
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას