სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

წყალტუბოს N1 სკოლის მე-6 კლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელ გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარადგინეს
03-11-2023
-
+


ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად კი, VIგ კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საჩვენებელი გაკვეთილი, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. მისი თემა იყო შერჩეული საკითხის მიხედვით, ზედსართავის სახელების გამოყენებით, აღწერითი ტექსტის შექმნა. 

მოსწავლეებმა ნამუშევრებში თავიანთი საცხოვრებელი გარემო, საგნები, მოვლენები, ადამიანები და მათი ნიშან-თვისებები ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელების გამოყენებით აღწერეს. ნაშრომში ადგილმდებარეობის, აღწერის მიმართულების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები გამოიყენეს და ნახატები შექმნეს.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც დადებითად შეაფასა ნაშრომები და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - მანანა წულაია გახლავთ, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დოდო ხაჩიძე. ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სისხლიანი დაპირისპირება უნივერსიტეტთან - თავდამსხმელიც და დაზარალებულიც სავარაუდოდ სტდენტები არიან

საბავშვო ბაღებში კვებითი შეზღუდვები მოიხსნა - დეტალები

დააკავეს ბებია, რომელმაც არასრულწლოვან შვილიშვილს გათხოვება აიძულა

დეკემბრის გამოცდებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ცნობილია

სკოლებთან შეზღუდვები დაწესდება - დეტალები

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“

 

 

სკოლები
წელსაც, სკოლამ ტრადიციას არ უღალატა
 
საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება