სიახლეები
ეტალონი

„ეტალონი“ შესაძლებლობას მაძლევს თავი წარმოვაჩინო“ - ლენტეხის, ბოლნისის, ყაზბეგის და წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ
30-10-2023
-
+


საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ მრავალი წელია მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, ცოდნის შეძენაზე, შესაძლებლობების წარმოჩენასა და წახალისებაზე ზრუნავს. მისი მთავარი მიზანია მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავება და სწავლისადმი მოტივაციის ამაღლება.

ინტელექტუალურ კონკურსში მოსწავლეები მთელი ქვეყნიდან მონაწილეობენ.

27 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონის“ დისტანციური კონკურსის ფარგლებში, 2023 წლის ლენტეხის, ბოლნისის, ყაზბეგის და წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლეები“ გამოვლინდნენ.

შეგახსენებთ, რომ კონკურსის პირველი და მეორე ეტაპები ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით გაიმართა.

ინტელექტუალურ კონკურსი მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით 24 ოქტომბრიდან დაიწყო და წლის ბოლომდე გაიმართება, მასში ჩართვა შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეეძლება.

სახალხო პროექტის უცვლელი მხარდამჭერია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

გამარჯვებული მოსწავლეები შემდგომში თავის მუნიციპალიტეტებს წარმოადგენენ LIVE ვიდეო-ფორმატის კონკურსში და შეეჯიბრებიან სხვა მუნიციპალიტეტების გამარჯვებულებს.

ინტელექტ-ჩემპიონატის მნიშვნელობისა და მიმდინარეობის შესახებ etaloni-ge-სთან „ეტალონის“ მე-2 ეტაპის გამარჯვებულმა - „ეტალონმა მოსწავლეებმა“ სკოლების დირექტორებმა და პედაგოგებმა ისაუბრეს:

ნინო აფრასიძე, ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის დირექტორი:

ქრისტინე ძალიან მიზანდასახული გოგოა, კარგად სწავლობს და შესაბამისად მის გამარჯვებას ველოდებოდი. წინასწარ ემზადებოდა ამ პროექტისთვის. ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის ვიდეოებს უყურებდა, ყველა შეკითხვას აკვირდებოდა. ზოგადად ძალიან მომწონს „ეტალონი“, მოტივაციის მიმცემია ბავშვებისთვის. მოსწავლეებიც მონდომებულები არიან, რომ თავი წარმოაჩინონ. მესამეჯერ გახდა უკვე ჩვენი სკოლის მოსწავლე გამარჯვებული, რაც ძალიან სასიხარულოა. ვინც კარგად სწავლობს, ათოსანია და კომპიუტერი მიიღო თითქმის ყველა მოსწავლე გავიდა ამ კონკურსში, რაც იმას ნიშნავს რომ სწავლა არასდროს იკარგება.

დარიკო დევდარიანი, ალექსანდრე ონიანის სახელობის ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ძალიან მონდომებული მოსწავლეები გვყავს. შრომა უყვართ და შესაბამისად ველოდებოდი, რომ ჩვენი სკოლიდან გაიმარჯვებდნენ. ზოგადად, რაც შეეხება „ეტალონს“, ვფიქრობ, ძალიან კარგი და მოსწავლეთათვის მოტივაციის მიმცემია. ბავშვებიც ძალიან დაინტერესებულები არიან. სულ კითხულობდნენ, აინტერესებდათ, როდის ჩატარდებოდა კონკურსი.  
 

ქრისტინე ონიანი, ლენტეხის „ეტალონი მოსწავლე“ -  ჟახუნდერის საჯარო სკოლა: 
        
გამარჯვებას ველოდი, რადგან კითხვებზე პასუხების გაცემა არ გამიჭირდა. ვუყურებდი ვიდეოებს და ვმეცადინეობდი. ზოგადად, შემეცნებითი სახის ვიდეოებს ხშირად ვუყურებ და წიგნებსაც ვკითხულობ. ძალიან მომწონს „ეტალონი“ და მონაწილეობის მიღება ჩემთვის დიდი გამოცდილიება იყო.



ანა სირადეგიანი, ბოლნისის „ეტალონი მოსწავლე“ - კერძო სკოლა „დავითიანი“:       

კონკურსმა კარგად ჩაიარა. წინასწარ მომზადებული არ ვყოფილვარ, არ ვიცოდი რა სახის შეკითხვები იქნებოდა. თუმცა, ჩემთვის რთული მაინც არ ყოფილა. მარტივად გავეცი კითხვებს პასუხი. „ეტალონში“ გამარჯვება ჩემთვის მოტივაციის მომცემი გახდა. ახლა უფრო თავდაჯერებული ვარ, რომ მომავალში უფრო მეტ პროექტში მივიღო მონაწილეობა.


ნონა კვარაცხელია,  კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის დირექტორი:

ჩვენ უკვე მრავალი წელია „ეტალონთან“ ვმეგობრობთ, ამ ინტელექტუალურ ჩემპიონატში ჩვენი სკოლის მოსწავლეები ყოველთვის დიდი მონდომებითა და წარმატებით მონაწილეობდნენ. შარშან, მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდან იყო. წელსაც დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა. ძალიან მოხარული ვარ ჩვენი მოსწავლის ასეთი წარმატებით. მთელი პედკოლექტივის შრომის დამსახურებაა ეს და იმედი გვაქვს, რომ ჩვენს სკოლას ფინალშიც წარმოვაჩენთ. ზოგადად, „ეტალონს“ რაც შეეხება, მოსწავლეები ყოველთვის დიდი სიხარულით ერთვებიან მასში და ეს მათ მოტივაციის კიდევ უფრო უმაღლებს, რომ კიდევ უფრო წარმოაჩინონ თავი.

მანანა ჩიქოვანი, კალისტრატე სალიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ჯგალის თემის საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

რამდენიმე წელია, რაც ამ პროექტში ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული. შარშანაც წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლე“ ჩვენი სკოლიდან იყო, წელსაც ჩვენმა მოსწავლემ გაიმარჯვა. მისგან არც გაგვიკვირდა, რადგან საუკეთესო მოსწავლეა. ის ასევე პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, კომპიუტერის მფლობელი გახდა. ახლაც ოქროს მედლის კანდიდატია.

მალხაზ ხარჩილავა, წალენჯიხის „ეტალონი მოსწავლე“ - ჯგალის თემის საჯარო სკოლა:      

პროექტმა ძალიან კარგად, მშვიდ გარემოში ჩაიარა. წინასწარ არ მოვმზადებულვარ, მაგრამ მე-11 კლასში ვარ და ნაცნობი თემები იყო ჩემთვის. ვიცოდი ნაწარმოებები, საიდანაც იყო კითხვები. მინდა აღვნიშნო, რომ შეკითხვები ძალიან საინტერესო იყო. ზოგი გამიმარტივდა, ზოგი შედარებით რთული იყო. თუმცა, იღბლიანი აღმოვჩნდი, რადგან რამდენიმე კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი და გამორიცხვის მეთოდით გავეცი პასუხი. გამარჯვებას ნამდვილად არ ველოდი, მაგრამ ქულას რომ შევხედე და ეწერა 95 მაშინ მივხვდი, რომ გამარჯვების შანსი მქონდა. ეს გამარჯვება ჩემთვის მოტივაციის მომცემია. რამდენჯერმე ვმონაწილეობდი „ეტალონში“ და მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგი პროექტია.


ნატა ფიცხელაური, ყაზბეგის მუნიციპალიტეტის დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლის „ეტალონის“ პედაგოგი:

ჩვენი სკოლა „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატში ყოველ წელს მონაწილეობს. აქტიურად ვართ ჩართულები მასში. რაც შეეხება ანა არაბულის წარმატებას, მინდა აღვნიშნო, რომ ანა არის ძალიან ყურადღებიანი, დაკვირვებული და რაც მთავარია მონდომებული მოსწავლე. ვამაყობთ მისი წარმატებით, ვუსურვებ წინსვლას. ჩვენ მას ყოველთვის მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით და შევუწყობთ ხელს, რომ სკოლა ასახელოს.

ანა არაბული, „ყაზბეგის ეტალონი მოსწავლე“ - დაბა სტეფანწმინდის N1 საჯარო სკოლა:

სიმართლე, რომ ვთქვა, წინასწარ მომზადებული არ ვყოფილვარ „ეტალონის“ ინტელექტ-ჩემპიონატისთვის. რადგან მანამდეც ვმონაწილეობდი, ვიცოდი რომ ეს პროექტი მოსწავლეებს ცოდნას უფრო უმაღლებს და შესაძლებლობას აძლევს თავი წარმოაჩინოს. თავიდან ჩემს შესაძლებლობებში ეჭვი მეპარებოდა, ამიტომაც მოულოდნელი იყო თითქოს ეს გამარჯვება. ეს ჩემთვის მთლიანად მცხეთა-თიანეთის რეგიონის გამარჯვებას ნიშნავს. 

„ეტალონი“ ჩემთვის ის პროექტია, რომელიც ყოველთვის მაძლევს იმის მოტივაციას, რომ უფრო მეტ კონკურსში მივიღო მონაწილეობდა და ჩემი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინო.













ასევე იხილეთ:

საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის სხვა სიახლეები იხილეთ რუბრიკაში „ეტალონი“ - ბმულზე 


კომენტარები


ეტალონი
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 28 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „ხელვაჩაურის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მუნიციპალიტეტის 18 სკოლის გუნდი ეჯიბრებოდა
სიახლეები
შეფასების ერთიან პრინციპებზე საბჭოს შეხვედრა ჩატარდა - დეტალები
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
თუ ნაკვერჩხალზე დადებული ბზა აბრიალდებოდა, ეს ნიშნავდა, რომ პატრონი დიდხანს იცოცხლებდა...
პიროვნება
ნუნუ ჩაკვეტაძე: „არ ვეთანხმები, ქიმიკოსმა საათების გამო ქიმიაც ასწავლოს და ბიოლოგიაც - მე ამის უფლება ვერ მივეცი საკუთარ თავს“
სკოლები
მოსწავლეებმა პროექტზე პედაგოგ მარიამ მამაიაშვილის ხელმძღვანელობით, იმუშავეს
„შედგა სიყვარულის ,სითბოს და სიხარულის ერთმანთთან გაზიარების კიდევ ერთი ლამაზი დღე“,- ასე შეაფასეს ღონისძიება სკოლაში
საინტერესო
მოწესრიგებული ეზო, ბაღები, მრავალწლოვანი ხეები, ყვავილები და შადრევანი ზოგიერთი კამპუსის განუყოფელი ნაწილია
„იფიქრეთ ამაღელვებელ, ექსტაზურ, სასურველ მომავალზე და გაიყვანეთ აწმყო წინ მის შესახვედრად“
ეს შეიძლება სხვადასხვა გზით გამოვლინდეს. მაგალითად, მოსწავლე გაკვეთილზე დაინტერესებას არ გამოხატავს, მოუსვენარია და მოტივაციის ნაკლებობაც შესამჩნევია
გამარჯვებულის ტიტულისთვის ერთმანეთს მე-6 და მე-7 კლასელებით დაკომპლექტებული გუნდები ეჯიბრებოდნენ
ღონისძიების შედეგად 2024 წლის „შუახევის ეტალონი გუნდი“ გამოვლინდება
სიახლეები
საზოგადოება