სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

თუ დირექტორი სამეურვეო საბჭომ არ აირჩია, მინისტრი ნიშნავს მოვალეობის შემსრულებელს - რა წერია კანონში
17-10-2023
-
+


საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოები დირექტორებს ირჩევენ; რამდენად სამართლიანად მიმდინარეობს ეს პროცესი, ან რამდენად ობიექტური იყო სამინისტრო კანდიდატების არჩევა-წარდგენისას, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა ფაქტია, რომ დაახლოებით 1000-მდე სკოლაში მხოლოდ თითო კანდიდატია წარდგენილია და რამდენიმე მათგანში სამეურვეო საბჭოებმა დირექტორობის მსურველს მხარი არ დაუჭირეს.

„რა გამართლება აქვს სკოლის ხელმძღვანელების დაბლოკვას?!“ - დირექტორობის „დაწუნებული“ კანდიდატები მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ სამეურვეო საბჭო წარდგენილ კანდიდატს არ უჭერს მხარს? - საკითხს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს, სადაც ვკითხულობთ:

„თუ სამეურვეო საბჭომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ წარდგენილი არც ერთი კანდიდატურა არ აირჩია, სამინისტრო სამეურვეო საბჭოს წარუდგენს კონკურსის წესით შერჩეულ ახალ კანდიდატურას. სამეურვეო საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი უფლებამოსილია, დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, რომლის უფლებამოსილების ვადა გრძელდება ახალი დირექტორის არჩევამდე“.

სკოლებში, სადაც დირექტორობის 10 მსურველი იყო, სამინისტრომ თითო კადრი წარადგინა - რის მიხედვით შეირჩნენ კანდიდატები?

აღსანიშნავია, რომ სამინისტრომ არ შეიძლება სამეურვეო საბჭოს განმეორებით წარუდგინოს ასარჩევად ან დირექტორად დანიშნოს პირი, რომელიც მიმდინარე არჩევნებში არ აირჩია სამეურვეო საბჭომ.

რა მთავარი ფუნქციები აქვთ სამეურვეო საბჭოებს საჯარო სკოლებში? - დირექტორის არჩევა მხოლოდ ერთ-ერთია


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება