სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოსწავლეები მასწავლებლის სიყვარულს საგნის სიყვარულთან აიგივებენ“ - მზია ხარბავა, ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგი
16-10-2023
-
+


„განუსაზღვრელად დიდი სიყვარული, თავდადება და ძალისხმევა სჭირდება კარგ მასწავლებლობას“ - ფრაზა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიის საჯარო სკოლის პედაგოგის - მზია ხარბავას მეგზური გახდა. ამ მიდგომითა და პროფესიისადმი უსაზღვრო სიყვარულით, ის უკვე წლებია განათლების სადარაჯოზე დგას და მნიშვნელოვან როლს თამაშობს ინტელექტუალური, ერუდირებული თაობების აღზრდაში. 

პედაგოგი აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია სკოლებში, სრულად ბავშვის ინტერესებზე, მისწრაფებებსა და საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო შეიქმნას, ამისთვის კი თავად ყველაფერს აკეთებს და აქვს მიზანი, სასწავლო წლის ბოლოს არ დარჩეს შეგრძნება, რომ მეტის გაკეთება შეეძლო. 

Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ მზია ხარბავასთან: 

- მიმდინარე სასწავლო წელს მაქვს მოლოდინი...

- არ დამრჩება კითხვა, კიდევ რა შეიძლებოდა გამეკეთებინა? არ შემაწუხებს ფიქრი, როგორ შეიძლებოდა უფრო ეფექტურად მემუშავა?

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- სწავლისა და სწავლების ხარისხი, რომელიც მიიღება, საკლასო ოთახში დადებითი სოციალური ურთიერთობებით; წესრიგისა და სწავლების მრავალფეროვან უნარ-ჩვევებს შორის დამყარებული ბალანსით და სასწავლო აქტივობების ფასილიტაციით.

- მასწავლებლისთვის წარმატება არის...

- პოვნა გასაღებების აცმისა, რომელსაც მოარგებს და სწავლისადმი ინტერესს გაუჩენს საკუთარ მოსწავლეებს.

- მოსწავლეს საგანი რომ შეაყვარო, აუცილებელია...

- უპირველესად, მოახერხო და შეაყვარო საკუთარი თავი (და ამაშია სწორედ მასწავლებლის ხელოვნება: პროფესიონალიზმი და პიროვნული უნარ-ჩვევები), რადგან მოსწავლეები მასწავლებლის სიყვარულს აიგივებენ საგნის სიყვარულთან და ეს განსაკუთრებით იგრძნობა დაწყებით საფეხურზე.

- მოსწავლეებს ხშირად ვურჩევ...

- დაფიქრდნენ, რომ ყოველი კარგად შესწავლილი გაკვეთილი მოიტანს ახალ სიმაღლეს, თვითშეფასებას, საკუთარი თავის რწმენას, გარშემომყოფთაგან პატივისცემას; რომ ცოდნის მიღებაში დახარჯული დრო, ენერგია, ძალისხმევა არის გარანტირებული ინვესტიცია უზრუნველყოფილი მომავლის.

- სიახლე, რომლის დანერგვასაც განათლების სისტემაში ვისურვებდი არის...

- ევროპული ტიპის - სრულად ბავშვის ინტერესებზე, მისწრაფებებსა და საჭიროებებზე მორგებული სასწავლო გარემო და სასწავლო პროგრამები.

- როდესაც მასწავლებლობას ვიწყებდი, ვერ წარმოვიდგენდი, რომ...

- განუსაზღვრელად დიდი სიყვარული, თავდადება და ძალისხმევა სჭირდებოდა კარგ მასწავლებლობას; რომ ეს არ არის მხოლოდ პროფესია, არამედ რაღაც „ზე“, რომელიც არ იმიჯნება პირადი ცხოვრებისაგან, არ აქვს სამუშაო საათობრივი ჩარჩო და თან დაგყვება ყველგან და ყოველთვის.

- პროფესიული განვითარებისთვის საჭიროა...

- საკლასო ოთახში გატარებული ყოველი საათის შედეგად მიღებულ გამოცდილებას პლიუს მუდმივი სწავლა -განვითარება და ცოდნის ზრდის სწრაფ ტემპთან ფეხის აწყობა.


კომენტარები


ეტალონი

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

პედაგოგების საყურადღებოდ - ვებინარების ციკლი იწყება

5103 ლარიანი დანამატი მიეცემათ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირებს, რომლებიც 11 თვე სრულად იმსახურებენ 

ცნობილია იმ საბავშვო ბაღების სია, რომელთა შესახებაც საბჭო უახლოეს დღეებში იმსჯელებს - ჩამონათვალი 

3 მთავარი ცვლილება მასწავლებლებისთვის - დამატებითი უფლებები და პირობები კანონით განისაზღვრა

კანონში მასწავლებლის ახალი თანამდებობები ჩნდება

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

მე-8 კლასის მოსწავლეებმა ისაუბრეს თავიანთ საყვარელ ნაწარმოებებზე

„ეს დღე იყო ცოდნის გაღრმავების, კულტურული მემკვიდრეობის გაცნობისა და სასიამოვნო ემოციების გაზიარების საუკეთესო შესაძლებლობა“

„მადლობა მასწავლებლებს, გაწეული შრომისთვის და მადლობა მშობლებს სამაგალითო შვილების აღზრდისთვის“

მეოთხე კლასის მოსწავლეები დიდი სიყვარულით დაემშვიდობნენ მზიურ ოქროაძეს, პირველ მასწავლებელს, რომელსაც პატარებმა დაუვიწყარი წუთები აჩუქეს

საინტერესო

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება