სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

14 წლის აითაჯის სკოლის დირექტორი გულის შეტევით კლინიკაში გადაიყვანეს - დეტალები
13-10-2023
-
+


ზემო კარაბულახის სკოლის დირექტორი, გამლეტ ისმაილოვი გულის შეტევის შედეგად მარნეულის კლინიკაში გადაიყვანეს და როგორც ამბობენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა; ცნობილია რომ დირექტორს განათლების სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლები კითხავდნენ, რა დროსაც იგი შეუძლოდ გახდა.

14 წლის, იძულებით გათხოვილი, მოკლული გოგოს საქმეზე ბრალი დედას და ბიძას წარედგინა


სად იყო სკოლის დირექტორი, როდესაც მოსწავლე 4 თვე არ ცხადდებოდა გაკვეთილებზე? - ისმაილოვს ამ კითხვაზე ერთადერთი პასუხი აქვს; ამბობს, დედა ატყუებდა, რომ აითაჯს მიიყვანდა და გაკვეთილებზე დაასწრებდა. ისმაილოვი აცხადებს, რომ 40 დღის განმავლობაში, მასწავლებლებს აქვთ უფლება, ჩაწერონ ჟურნალში „არა“ და მხოლოდ ამის შემდეგ არიან ვალდებულები, შეატყობინონ რესურსცენტრსა და პოლიციას.

„სამინისტროდან იყვნენ მოსულები და ვიყავი გამოკითხვაზე მაგ თემასთან დაკავშირებით... ჩვენამდე არაფერი ინფორმაცია არ იყო მოსული, დედამისი ოქტომბერში მოვიდა და გვითხრა რომ 2 დღეში ჩემი შვილი მოვა სკოლაშიო“, - ამბობს მედიასთან ისმაილოვი.

14 წლის აითაჯის საქმეზე გამოძიება გრძელდება, ზემო კარაბულახის სკოლის ყოფილი დირექტორი აცხადებს, რომ მისი შვილი ამჟამად მოქმედი პედაგოგია და დანამდვილებით იცის, როგორ აწერინებდა ჯამლეთ ისმაილოვი მასწავლებლებს 14 წლის გოგონასთვის ნიშნებს ელექტრონულ ჟურნალში, რათა მას გაცდენები არ დაფიქსირებოდა.

დაიწყო შიდამოკვლევაც - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა: „თუ სკოლის მხირდან დაფიქსირდება ნებისმიერი სახის გადაცდომა, პასუხი უმკაცრესი იქნება“.

„თუ სკოლის კუთხით გადაცდომა გამოიკვეთება, რეაგირება უმკაცრესი იქნება“.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება