| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სვეტიცხოვლობა იგივე მცხეთობა, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან მოყოლებული - 1991 წლიდან აღინიშნება.
მცხეთობა, სვეტიცხოვლობა, კვართის დღესასწაული ქრისტიანული დღესასწაულია. იმართება ქ. მცხეთის საკათედრო ტაძარში, სვეტიცხოველში, 14 ოქტომბერს. დაწესებულია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ სადიდებლად „კვართისა საუფლოჲსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა“. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.
მცხეთობა - სვეტიცხოვლობა 2023 სადღესასწაულო პროგრამა
10:00 -13:00 საათი - საზეიმო წირვა-ლოცვა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში.
10:00-18:00 სთ - გამოფენა-გაყიდვები: • საშემოდგომო ნობათი - საქართველოში წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია • ბრენდირებული ღვინოები • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები • ქართული ტრადიციული სამზარეულოს სადეგუსტაციო კუთხეები • იმიტირებული ძველი ბაზარი • XIX საუკუნის რთველი • სამეწარმეო ბაზარი.
10:00-19:00 სთ - შემეცნებითი სივრცეები: • კულტურულ-საგანმანათლებლო და ისტორიული სტენდები • მცხეთის დიადი ისტორიის აუდიო ვერსია • ძველებური ბანკი • იარაღების თვალსაჩინოებები • ქართველ მეფეთა სასახლეები • საოქრომჭედლო • მცხეთის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების საგამოფენო სივრცე.
12:00-19:00 სთ - სანახაობრივი და სპორტული წარმოდგენები: • სხვადასხვა ოსტატის მასტერკლასები • ანბანის ეტრატებზე წერა • არქეოლოგიური ზონა • სანახაობრივი აქტივობები • სამაგიდო-ინტელექტუალური თამაშები • ბავშვთა გასართობი პროგრამები (ქვიშის მოედანი • გზის რეაბილიტაცია • ხატვის კუთხე • სპორტული-გასართობი აქტივობები • განძის მაძიებლები)
11:00-13:30 სთ - სადღესასწაულო კონცერტი (მცხეთის მუნიციპალიტეტის და მოწვეული მუნიციპალიტეტების შემოქმედებითი ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები, ანსამბლები).
13:30-14:00 სთ - მისალმება-მილოცვა (ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული საპატიო სტუმრები).
15:00-16:00 სთ - ცნობილი იაპონელი მომღერალი - ტოკიკო კატო
17:00-18:30 სთ - ქართული ესტრადის მომღერალი ანრი ჯოხაძე
20:00-21:30 სთ - გალა-კონცერტი, ქართული ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი Killages
21:30-23:00 სთ - DJ გიგა პაპასკირი
წამყვანები: მანიკა ასათიანი და დუტა სხირტლაძე
ქალაქ მცხეთის ცენტრალური მოედანი, დავით აღმაშენებლის ქუჩა
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
ხელფასი საბავშვო ბაღის 40 ათასზე მეტი თანამშრომელს გაეზრდება - კიდევ რომელი სფეროს წარმომადგენელბს ეხებათ ანაზღაურების მატება
საბავშვო ბაღები იკეტება - როდიდან განახლდება სააღმზრდელო პროცესი გურჯაანის სკოლამდელ დაწესებულებებში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს ბიჭებს წინ, იმერეთის რეგიონულ ტურში!“
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას