სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საფეხურეობრივი სტანდარტი და ახალი სტრუქტურული ერთეული - ესგ
15-10-2023
-
+


ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალურ გზამკვლევში დეტალურადაა განმარტებული, თუ რას ნიშნავს საფეხურეობრივი სტანდარტი და წლიური პროგრამები.

საქმე ის გახლავთ, რომ  საფეხურეობრივი სტანდარტი განსაზღვრავს სავალდებულო მოთხოვნებს: რა უნდა იცოდეს მოსწავლემ, რა უნდა შეეძლოს და რა ღირებულებები უნდა ჩამოუყალიბდეს მას საფეხურის ბოლოს. მეორე ნაწილია წლიური პროგრამა. იგი სარეკომენდაციო ხასიათისაა და აჩვენებს სტანდარტის მოთხოვნების რეალიზების ერთ-ერთ შესაძლო გზას თითოეული სასწავლო წლისათვის. წლიური პროგრამები ცოდნის კონსტრუირების ძირეული პრინციპების დაცვითაა შემუშავებული.

რატომ გაჩნდა საგნობრივ სტანდარტებში საფეხურებრივი სტანდარტები და ახალი სტრუქტურული ერთეული „წლიური პროგრამები“?  - ამ ცვლილების შედეგად შესაძლებელი გახდა მკაფიო მიჯნის გავლება ეროვნული სასწავლო გეგმის სავალდებულო და სარეკომენდაციო ნაწილებს შორის. წინა თაობის ეროვნული სასწავლო გეგმების დიზაინი ამის საშუალებას ნაკლებად იძლეოდა. წლიური შედეგებისა და ინდიკატორების სისტემა ამ საკითხზე გარკვეულ პასუხს ვერ იძლეოდა. სკოლებს შემოქმედებითი თავისუფლება თითქოს ინდიკატორებში უნდა ეძებნათ, თუმცა ინდიკატორების ფუნქციური დატვირთვა არ იყო ბოლომდე ნათელი (ზოგიერთი ინდიკატორი შედეგს აკონკრეტებდა, ზოგი შეფასების კრიტერიუმი იყო, ზოგი კონკრეტულ აქტივობას წარმოადგენდა).

წლიური პროგრამა მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია საგნობრივი სასკოლო გეგმების გასავითარებლად. წინა თაობების კურიკულუმებში არ იყო ნაჩვენები, თუ როგორ და რა პრინციპით უნდა განაწილებულიყო დროში სტანდარტით განსაზღვრული მოთხოვნები და როგორ უნდა დაგეგმილიყო თანადროულობაში მოცემული მოთხოვნების ქრონოლოგიურად სწავლა-სწავლება. ეროვნული სასწავლო გეგმის საკლასო ოთახის დონეზე დანერგვისას სასკოლო სასწავლო გეგმის დამაკვალიანებელი ინსტრუმენტის არარსებობა მნიშვნელოვან პრობლემებს ქმნიდა. ამას ნათლად ადასტურებს სკოლებში წარმოებული სილაბუსებისა და თემატურ-კალენდარული გეგმების ანალიზი. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მიწოდების ვადა 2027 წლის 31 იანვრის ჩათვლით გახანგრძლივდება

პიროვნება
სკოლები
„მსგავსი საგანმანათლებლო აქტივობები ხელს უწყობს მოსწავლეებში ცოდნის გაღრმავებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება