სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ყველა ეტაპი, რომელიც ავტორიზაციის მისაღებად დაგჭირდებათ - ინფორმაცია საბავშვო ბაღებისთვის
01-02-2024
-
+


რა არის ავტორიზაცია, როგორ უნდა მოემზადონ საბავშვო ბაღები ავტორიზაციისთვის, როგორ უნდა შეავსონ და წარმოადგინონ ავტორიზაციის განაცხადი და რა გზა უნდა გაიარონ საბოლოოდ ავტორიზაციის მიღებამდე საარმზრდელო დაწესებულებებმა - ყველა ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაინტერესებული პირებისთვის მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოები წარმოადგინა.

etaloni.ge გთავაზობთ სახელმზღვანელოს ელექტროულ ვერსიას და მოკლე მიმოხილვას. 

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის გზამკვლევი

ავტორიზაცია არის ადრეული აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა.

ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებია (შემდგომ-ავტორიზაციის სტანდარტები):

ა) დაწესებულების მისია და სტრატეგიულ განვითარება;
ბ) კურიკულუმი;
გ) ოჯახისა და თემის ჩართულობა;
დ) სააღმზრდელო და საგანმანათლებლო პროცესის მხარდაჭერა.

ავტორიზაციის მომზადებისთვის პირველ ნაბიჯს წარმოადგენს იურიდიული პირის დაფუძნება. მეორე ნაბიჯი - ავტორიზაციის სტანდარტის გაცნობაა, ხოლო მესამე ნაბიჯი - ავტორიზაციის განაცხადის წარდგენა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში.

ცენტრში ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შეგიძლიათ როგორც ელექტრონულად (ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით), ასევე მატერიალურად (ფიზიკურად ცენტრში მოტანით).

ელექტრონული საკომუნიკაციო არხების გამოყენებით ავტორიზაციის განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია:

ა) დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით - თუ თქვენს დაწესებულებაში სარგებლობთ ასეთი სისტემით;

ბ) ცენტრის ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - info@eqe.ge -ზე ავტორიზაციის განაცხადის გამოგზავნით.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება