სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ვაშლიჯვრის საბავშვო ბაღში კედლები დაიბზარა - „რისთვის ააშენეთ ეს ბაღი? ნგრევისას ვინ აგებს პასუხს?“
11-10-2023
-
+


„უსაფრთხო გარემო და ბავშვების საუკეთესო ინტერესები“ - უკვე ლამის ლოზუნგადქცეული ეს სიტყვები, სამწუხაროდ, ხშირად,  რეალობასაა აცდენილი, რისი მორიგი დადასტურებაც გახლავთ თბილისის N33 საბავშვო ბაგა-ბაღი. ვაშლიჯვარში მიმდინარე მშენებლობის გამო ბაღის კედლები და მიმდებარე ტერიტორია დაიბზარა; აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას ნინია ყოჩიაშვილი ავრცელებს; პოსტს ახლავს ფოტომასალაც. facebook-პოსტს etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„რამდენიმე წლის წინ აშენდა ვაშლიჯვარში ეს ბაგა-ბაღი, რომლითაც ყველა მშობელი ძალიან კმაყოფილი იყო და თომას მიყვანასაც აქ ვაპირებდი.

ბაგა-ბაღთან ახლოს დაიწყეს კლდის ნგრევა კორპუსის ასაშენებლად, ამის გამო დაიბზარა ბაღის კედლები, გარეთ დაგებული საფარიც დასკდა.

მოსახლეობა აპროტესტებს, ყველგან შეაქვს განცხადება, მართავს აქციებს, გადაკეტეს გზა, მაგრამ მძიმე ტექნიკა მუშაობას აქციის პროცესშიც კი არ წყვეტს!

თბილისის მერია / Tbilisi City Hall რა ჰქვია ამ ყველაფერს? რისთვის ააშენეთ ეს ბაღი? ნგრევისას ვინ აგებს პასუხს? რა დამართეთ ვაშლიჯვარს?

შეეშვით ამ უბანს საერთოდ!

რეალურად ვაშლიჯვარი არის სულ 2 პარალელური ქუჩა და ახლა რაც მე დავთვალე, 15 აქტიური მშენებლობაა.

მეწყრული ფერდია! არ შეიძლება ამ ფერდის დატვირთვა!

და რომ არ შეიძლება, სწორედ ამის გამოა, რომ არაერთი ავარიული ახალაშენებული კორპუსია აქ! ერთი საერთოდ ვერ შესახლდა იმის გამო, რომ აშენებისთანავე ავარიულად იქცა.

შეგვეშვით! დაანებეთ ვაშლიჯვარს თავი! არ შეიძლება აქ აღარაფრის აშენება! არა!“

არსებობს თუ არა საფრთხე? რამდენად დაცულები არიან შენობაში აღსაზრდელები და პერსონალი? - ამ კითხვებით etaloni.ge-მ N33 ბაღის ადმინისტრაციას მიმართა. ქალბატონმა, რომელმაც წარდგენა არ ისურვა, გვითხრა, რომ არანაირ კომენტარს არ აკეთებენ. პრინციპში, არცაა საჭირო - ყველაფერი ისედაც მშვენივრად ჩანს ფოტოებზე; საინტერესოა, ეს არის უსაფრთხო გარემო?!


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება