სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, სკოლები

განათლების მინისტრს თბილისის N115 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო მიმართავს
07-10-2023
-
+


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს გიორგი ამილახვარს თბილისის N115 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო მიმართავს, რომელსაც Etaloni.ge უცვლელად გთავაზობთ:

„სსიპ ქალაქ თბილისის N115 საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ცნობილი გახდა, რომ ჩვენს სკოლაში დირექტორობის კანდიდატად წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. მოგახსენებთ, რომ თბილისის 115-ე საჯარო სკოლის დირექტორთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობდა 4 წევრი. მათ შორის, ჩვენივე სკოლის 2 კანდიდატი - მოქმედი დირექტორი და ამავე სკოლის პედაგოგი, რომლებიც სარგებლობენ სასკოლო საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭოს წევრებისთვის გაუგებარია, რა ნიშნით შეირჩა მხოლოდ ერთი კანდიდატი და რატომ შეგვეზღუდა თავისუფალი არჩევანის უფლება.

სამეურვეო საბჭო, მოსწავლეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, თავიდან განიხილოთ აღნიშნული საკითხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, საბჭო უარს აცხადებს არჩევნების ჩატარებაზე. ამასთანავე, სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები მოგმართავენ თხოვნით, მოგვცეთ არჩევანის თავისუფლება, რათა სამართლიანად შევარჩიოთ ჩვენი სკოლის ხელმძღვანელი, რომელიც იზრუნებს განვითარებაზე ორიენტირებული, ჯანსაღი სასკოლო კლიმატისა და გარემოს ჩამოყალიბებაზე სკოლაში. იმედი გვაქვს, რომ გაითვალისწინებთ სასკოლო საზოგადოების აზრს და იმოქმედებთ შესაბამისად.

P.S აღნიშნულს ხელმოწერით ადასტურებს სასკოლო საზოგადოება.“






კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება