სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

როგორ ანაზღაურდება მასწავლებლების ხელფასი განსხვავებული სწავლებისას - ცვლილება,ზოგადი განათლების შესახებ კანონში შედის
06-10-2023
-
+


„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები შედის. სიახლის მიხედვით შინ სწავლების შესაძლებლობა ეძლევათ იმ მოსწავლეებს, რომელთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გადაადგილების შეზღუდვა იქნება გამოყენებული.

კანონპროექტში განმარტებულია, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლის განჩინებით განსაზღვრული გადაადგილების შეზღუდვის შინაარსი, ხანგრძლივობა და აღსრულების ფორმა შეუძლებელს ხდის მოსწავლის მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ასეთი პირისთვის ზოგადი განათლების მიწოდება განხორციელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული წესით, კერძოდ სკოლა გადაიყვანს ასეთი პირებს შინ სწავლებაზე პირისპირ ან დისტანციური ფორმით.

კანონპროექტი ასევე ადგენს ვალდებულებას, რომლის თანახმადაც კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა უნდა უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. აღნიშნულში უპირველეს ყოვლისა იგულისხმება ცვლილების შეტანა ეროვნული სასწავლო გეგმის 39-ე მუხლში და სკოლის მიერ კანონპროექტით გათვალისწინებულ შემთხვევებში ბრალდებულის პირისპირ ან დისტანციური ფორმით შინ სწავლებაზე გადაყვანის საფუძვლის გათვალისწინება.

კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალ დებულებებს, ამდენად, მიზანშეწონილია კანონის გარდამავალი დებულების ამოქმედება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო სხვა დებულებები უნდა ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან, რადგან ეს კანონპროექტი
შინაარსობრივად მჭიდროდაა დაკავშირებულია „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, ამდენად, მიზანშეწონილია ამ ორი საკანონმდებლო აქტის ნორმების ერთდროულად ამოქმედება, კანონპროექტით არ არის გათვალისწინებული მისი ნორმებისთვის უკუძალის მინიჭების საკითხი.

მოსწავლის შინ სწავლებაზე გადაყვანისას, მასწავლებლების ანაზღაურება მოხდება იმ პირობებით, როგორც ეს ხდება ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული მოსწავლეების შემთხვევაში

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება