სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც დავბერდებით...“ - აწყურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს
04-10-2023
-
+


ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის მე- 10 კლასის მოსწავლეებმა, გეოგრაფიის მასწავლებლის - ლიანა ბარამიძის ხელმძღვანელობით, ხანდაზმულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო ღონისძიება გამართეს. 

მოსწავლეებმა, ეს დღე, სოფლის ღვაწლმოსილ პედაგოგებს და ხანდაზმულებს განსაკუთრებით გაულამაზეს. მოსწავლეების დახმარებით, მათ შეძლეს დროში მოგზაურობა, სიამაყით გაიხსენეს ახალგაზრდობა და მიღწეული წარმატებები.

დღის გმირებმა, მოკლე მიმოხილვა გააკეთეს ადამიანის ცხოვრების გზის და მოსწავლეებმა, მათგან, კიდევ ერთხელ, ცხოვრებისეული, სასარგებლო რჩევა-დარიგებები მიიღეს.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენც დავბერდებით“, - ამ იდეის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა, ემოციური, სამახსოვრო და სიკეთით სავსე დღესასწაული მოაწყვეს. 

„ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლით ტკბობას ვუსურვებთ ჩვენს ძვირფას წინა თაობას, რომელთა გაკვალულ გზებზე ჩვენ დავიარებით...“, - აღნიშნეს მოსწავლეებმა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება