სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„აირჩიე „აკადემოსი“ და დაიწყე წარმატებაზე ზრუნვა დღესვე“ - სკოლა „აკადემოსში“ პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო
19-11-2026
-
+


სკოლა „აკადემოსი“ 2026-2027 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა მიღებას აცხადებს. მოსწავლეთა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. 

„აკადემოსი“, არის სკოლა, რომელიც მტკიცე საფუძველს ქმნის მოსწავლეთა წარმატებისთვის. სკოლა 1998 წელს დაარსა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორმა, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა, არნოლდ ჩიქობავას ენათმეცნიერების ინსტიტუტის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომლმა, იაკობ გოგებაშვილის პრემიის ლაურეატმა და ივანე ჯავახიშვილის მედლის მფლობელმა პროფესორმა იზა ჩანტლაძემ.

სკოლა „აკადემოსი“ თითოეულ მოსწავლეს უსაფრთხო, პოზიტიურ და მეგობრულ გარემოს სთავაზობს. სკოლის მთავარი პრიორიტეტია ინდივიდუალური მიდგომა, მცირერიცხოვანი კლასები და პირველივე კლასიდანვე უცხო ენებისა და IB (International Baccalaureate) პროგრამის საგნების მაღალ დონეზე სწავლება. „აკადემოსში“ სწავლა არის მტკიცე საფუძველი თქვენი შვილის წარმატებისთვის. 

გლობალურ სამყაროში წარმატებისთვის „აკადემოსი“ უზრუნველყოფს უცხო ენების გაძლიერებულ სწავლებას. სკოლა წარმოადგენს კემბრიჯის პარტნიორ TOEFL-ის ამბასადორ და ქვეყნის მასშტაბით ერთადერთ ACT ავტორიზებულ ცენტრს, აქვე ფუნქციონირებს SAT-ის საგამოცდო და მოსამზადებელი ცენტრი, რაც მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს გახდნენ ნებისმიერი ქვეყნისა და უნივერსიტეტის სტუდენტები. 

„აკადემოსში“ განათლება მხოლოდ გაკვეთილებით არ შემოიფარგლება, აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლაში წარმატებით ფუნქციონირებს მრავალფეროვანი არაფორმალური წრეები: რობოტიკა, მენტალური არითმეტიკა, ფერწერა, ჭადრაკი, თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული სტუდიები, სპორტული სექციები და ეკოსახელოსნო.

„ჩვენ ვზრუნავთ, რომ მოსწავლეები არა მხოლოდ აკადემიურად, არამედ შემოქმედებითადაც განვითარდნენ. განახლებული ინფრასტრუქტურა და გარემო კი 21-ე საუკუნის სტანდარტებს პასუხობს. 

„აკადემოსელებს“ ყოველი ახალ სასწავლო წელს სკოლაში ხვდებათ, განახლებული გარემო და ყველანაირი პირობა იმისთვის, რომ უმაღლესი ხარისხის განათლება მიიღონ. 

ვქმნით, ისეთ თბილ და უსაფრთხო  გარემოს, სადაც განსხვავებულობა არა სისუსტე, არამედ ჩვენი ძალაა. 

ჩვენ ვამაყობთ, ჩვენი ჯანსაღი ურთიერთობებით, „აკადემოსი“ არის საგანმანათლებლო სივრცე ბულინგის გარეშე. ეს არის თბილი კეთილგანწყობილი და მეგობრული გარემო, სადაც ერთმანეთის წარმატების გულწრფელი აღიარება და ჯანსაღი კოლეგიალობა მთავარი სასკოლო კულტურაა.

სკოლის  მწვანე და მრავალფეროვანი გარემო კი სასიამოვნო განწყობას ქმნის. სკოლას აქვს განსაკუთრებულად გამწვანებული, ულამაზესი ეზო, მრავალფეროვანი მცენარეებითა და ხილის სიუხვით. ეს სივრცე ბავშვებისთვის არა მხოლოდ დასასვენებელი, არამედ ჯანსაღი გარემოცაა. 

აირჩიე „აკადემოსი“ და დაიწყე წარმატებაზე ზრუნვა დღესვე“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

პრეტესტში მონაწილეობა ნებაყოფლობითია და არ ითვალისწინებს შეფასებას

პირობითი აკრედიტაციის ვადა მცირდება - ცვლილება უმაღლეს განათლების შესახებ კანონში

ზოგადი განათლების კანონში ორი ცვლილება შედის - დეტალები

„მასწავლებლების სიყოჩაღე რომ არა, წარმოდგენაც არ მინდა, რა შეიძლება მომხდარიყო... დამატებით, გაჩუმებას გვთხოვენ, რომ არ გახმაურდეს ამბავი“

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

„აკადემოსი“, არის სკოლა, რომელიც მტკიცე საფუძველს ქმნის მოსწავლეთა წარმატებისთვის

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება