სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

თბილისის N103 საჯარო სკოლის პედაგოგმა, ნატა თეთვაძე რუსთავში საინფორმაციო-შემეცნებითი საღამო წაიყვანა
04-10-2023
-
+


თბილისის N103 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგმა - ნატა თეთვაძემ, საინფორმაციო-შემეცნებითი საღამოს უხელმძღვანელა, რომელიც ეხებოდა თემას - ეროვნული მოძრაობა საქართველოში XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგს (სამანელები).

შეხვედრა 29 სექტემბერს, რუსთავში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (ცენტრის ხელმძრვანელი - ლიანა ჩარკვიანი) გაიმართა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების (კავშირის წარმომადგენელი - გიორგი ტყემალაძე) ორგანიზებით მოეწყო. 

აღსანიშნავია, რომ საღამოს ხელმძღვანელს, N103 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგსა და დოქტორს - ნატა თეთვაძეს, საკუთარი კვლევა ჰქონდა ამ თემასთან დაკავშირებით, რამაც შეხვედრა მეტად საინტერესო გახადა. 

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საღამოს მიზანი იყო საზოგადოების, მოსწავლე-ახალგაზრდობის ინფორმირება - „სამანელების“ შესახებ.  

შეხვედრას ესწრებოდნენ: თბილისისა და რუსთავის აკადემიური დოქტორები, პედაგოგები და ასევე სხვადსხვა სკოლის მოსწავლეები.

აღსანიშნავია, რომ სიტყვით გამოვიდნენ რეპრესირებულთა ოჯახის მემკვიდრეებიც. ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტიდან კი, პირდაპირი ჩართვაც ჩატარდა.

საღამო სასიამოვნოდ წარიმართა, ემოციებით  დატვირთული აღმოჩნდა და მოსწავლე-ახალგაზრდების დიდი ინტერესი გამოიწვია.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის ბოლოს საღამოს წამყვანმა - ნატა თეთვაძემ, რუსთავის საჯარო სკოლებს, საჩუქრად, საკუთარი ავტორობით გამოცემული  წიგნები გადასცა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პატარებს წინ საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავლებით სავსე სასკოლო ცხოვრება ელოდებათ

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირველკლასელებს
 
მოსწავლეთა მონაწილეობით ლამაზი ღონისძიება გაიმართა
 

მოსწავლეებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება