TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„ეტალონის“ გუნდური კონკურსი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
29-09-2023
-
+


„ეტალონი“ განახლებული ფორმატით გუნდურ კონკურსს, ამჯერად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სკოლებისთვის ატარებს. 

კონკურსში ადგილობრივი სკოლების მე-6 და მე-7 კლასების მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდები ერთმანეთს საზრიანობასა და ერუდიციაში შეეჯიბრებიან. ღონისძიებაში მუნიციპალიტეტის 17 სკოლის 85 მოსწავლე იღებს მონაწილეობას. კონკურსში თითოულ სკოლა ერთი, 5 კაციანი გუნდით არის წარმოდგენილი.

საქართველოს გუნდური ჩემპიონატი ეფუძნება „ეტალონის“ ზოგად და უკვე აპრობირებულ პრინციპებს, რაც გულისხმობს მოსწავლეთა სახალისო და მამოტივირებელი ფორმით სწავლა-განათლებით დაინტერესების პრინციპს, კითხვა-პასუხების შედგენის თანამედროვე მიდგომებს, წახალისების ფორმებს და ორიენტირებულია პოზიტიური განწყობის შექმნაზე. „ეტალონის“ ერთ-ერთ სტრატეგიულ მიზანს მოსწავლეთათვის საგანმანათლებლო-შემეცნებითი აქტივობების გაფართოება წარმოადგენს

აღსანიშნავია, რომ კონკურსში აქტიურად არიან ჩართულნი ადგილობრივი ხელისუფლებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები. 

მოსწავლეებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის, განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსმა ვაჟა სულხანიშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ზურა აზარიაშვილმა.

კონკურსის მიმდინარეობისას მოსწავლეებს ონლაინ ჩაერთო მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური, რომელმაც წარმატებები უსურვა თითოეულ გუნდს და ყურადღება გაამახვილა არაფორმალური განათლების მნიშვნელობაზე. 

პროექტის გამარჯვებულ გუნდს თეთრიწყაროს მერია 1000-ს ლარს გადასცემს, ხოლო მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს ექსკურსიას დაუფინანსებს. ექსკურსიის ადგილი კი მოსწავლეთა სურვილის მიხედვით განისაზღვრება.  

აღსანიშნავია, რომ პროექტში მონაწილე თითოეული გუნდი სახელობითი სიგელით, ხოლო გამარჯვებულები - დიპლომებით დაჯილდოვდებიან. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია იმ მასწავლებლებს, ეხება რომლებმიც 2026-2027 სასწავლო წლის ზამთრის პერიოდში ორგანიზებულ საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პიროვნება
სკოლები
გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით -„მხიარული შემოდგომა“
 
„30 პატარის მიერ დარგული 30 ნერგი - იქნება საწყისი ბუნების სიყვარულისა, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური წიგნიერებისა“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება