სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში ახალგაზრდა სპორტსმენს უმასპინძლეს
26-09-2023
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N3 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა განვითარებაზე ორიენტირებული გარემოა შექმნილი, მასწავლებლები მოსწავლეების ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებაზეც ზრუნავენ.

ამ მიზნით სკოლაში სკოლის მასწავლებლის ამირან მელაძის შვილიშვილს - დათო შავაძეს უმასპინძლეს, რომელსაც არაერთი სპორტული მიღწევა აქვს, მათ შორის, ის ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, 15 წლამდელთა შორის, საქართველოს ჩემპიონია და თავი ქვეყნის საზღვრებს გარეთ, საერთაშორისო ასპარეზზეც გამოუჩენია. 

როგორც სკოლაში ამბობენ, სტუმარი სკოლის მოსწავლეებს წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, სირთულეებზე, გამოწვევებზე ესაუბრა და ურჩია, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესს მიჰყვნენ, დაისახონ მიზანი და იშრომონ მიზნის მისაღწევად. მას მასწავლეებმა და მოსწავლეებმა საინტერესო შეკითხვები დაუსვეს, რომლებზეც ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

სკოლაში დათო შავაძეს მადლობას უხდიან და წარმატებას უსურვებენ. 

„სტუმრად ჰყავდა ამავე სკოლის მასწავლებლის ამირან მელაძის შვილიშვილი - დათო შავაძე, რომელიც გახლავთ ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 15 წლამდელთა შორის საქართველოს ჩემპიონი. ასევე მეორე ადგილის მფლობელი 44 კგ წონით კატეგორიაში - მსოფლიოს (U15) სასკოლო-სპორტული თამაშებზე - გიმნაზიადა 2023, რიო დე ჟანეირო, ბრაზილია.

აგრეთვე მეორე ადგილოსანი (44კგ) -
ბერძნულ-რომაული ჭიდაობაში - ჭაბუკებს (U15) შორის, უნგრეთში, ქალაქ კაპოშვარში გამართულ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე.

კითხვა-პასუხისას გამოიკვეთა, რომ ჭიდაობაში გამარჯვება მხოლოდ ძალით არ მიიღწევა, მნიშვნელოვანია ინტელექტი და ფსიქოლოგიური მზაობა.
მადლობა სტუმარს! ჩვენი სკოლის დირექცია და მასწავლებლები წარმატებებს უსურვებენ დათო შავაძეს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება