| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ხაშურის N4 საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა.
2022-2023 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებულ კურსდამთავრებულებს - სანდრო მურჯიკნელს, გიორგი მჭედლიძეს, ქეთი ჩიტაძეს, მარიამ მინასიანს, ანამარია ლომიძეს და გვანცა ბეროზაშვილს პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ფარგლებში კომპიუტერები გადაეცათ.
სკოლაში მოსწავლეთა წარმატება ახარებთ და მიღწეულ შედეგს ულოცავენ, პედაგოგებს კი მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობას უხდიან.
„მადლობა, ამ საამაყო ბავშვების კლასის ხელმძღვანელს - ინგა გელაშვილს, ყველა პედაგოგს, ვისაც წვლილი აქვს შეტანილი მათ აღზრდაში და მადლობა, მათ მშობლებს. გისურვებთ დიდ წარმატებებს“,- ვკითხულობთ სკოლის გავრცელებულ წერილში.
აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა