TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არეშფერანის საჯარო სკოლის მოსწავლე ნინო ბაგაევი გარემოსცადვითი კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია
22-09-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლას ნიჭიერი, მოტივირებული და აქტიური მოსწავლეები ჰყავს. 

ერთ-ერთი ასეთი მეთერთმეტეკლასელი ნინო ბაგაევია. ის სათემო კავშირის - „კედელის“ ორგანიზებულ კონკურსში - „ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებას“ მონაწილეობდა. მოსწავლემ ნამუშევარი სეტყვის შესახებ მოამზადა. როგორც სკოლაში ამბობენ, ნინო ბაგაევმა ესეში მხატვრულად  წარმოაჩინა რა ზეგავლენა აქვს ბუნებაზე სტიქიურ მოვლენებს, გამოიყენა მხატვრული ხერხები, რეკომენდაცია გასცა და პრობლემის მოგვარების მისეული ხედვა წარადგინა. 

შედეგად კი ის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებული გახდა. მას პრიზები და სერტიფიკატი გადაეცა. 

„გამარჯვებული გამოვლინდა თითოეულ ბუნებრივ მოვლენაზე - სეტყვა, გვალვა, წყალდიდობა. პროექტი „ხელი შევუწყოთ კლიმატის ცვლილებას! განხორციელდა პროგრამის - „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში" ფარგლებში, გაეროს განვითარების პროგრამის UNDP და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, სასკოლო კონკურს - „შექმენი უსაფრთხო თემი“ საგრანტო დაფინანსებით“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება