სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

სკოლიდან 49 ბუკი მოიპარეს - დირექტორი დეტალებზე საუბრობს 
19-09-2023
-
+


ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის N23 საჯარო სკოლიდან პირველკლასელთათვის განკუთვნილი 49 ლეპტოპი მოიპარეს. 

აღნიშნული ინფორმაცია etaloni.ge-ს სკოლის დირექტორმა მზია კიწმარიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, საგანმანათლებლო რესურსცენტრისგან ბუკები გასული სასწავლო წლის ბოლოს მიიღეს და დაცულ ადგილას შეინახეს. შემდეგ კი, მათ ხშირად ამოწმებდნენ.

„ბოლოს, ჩვენმა მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის კოორდინატორმა და აიტი მენეჯერმა 7 სექტემბერს შეამოწმეს - ოთახში შესვლისთანავე დააფიქსირეს, რომ რაოდენობა ნაკლები იყო. გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ 49 ლეპტოპი აკლდა. ეს ინფორმაცია იმ წუთსვე რესურსცენტრს და პოლიციას ვაცნობეთ - ორივე უწყება ჩვენს ნებისმიერ ზარსა და საჭიროებაზე მაშინვე რეაგირებს. რამდენადაც გამომძიებელთან საუბრის შემდეგ გამოიკვეთა, ისინი კვალზე უკვე გავიდნენ და იციან, ვინ არიან პოტენციური დამნაშავეები“,- აღნიშნავს სკოლის დირექტორი. 

როგორც მზია კიწმარიშვილმა თქვა, საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან განათლების სამინისტროს ინფრასტრუქტურის სამსახურს დაუკავშირდნენ და დანაკლისი - 49 ლეპტოპი მეორე დღესვე მიიღეს. 

„რამდენადაც ვიცი, დაკარგული ლეპტოპები ნაპოვნია, მაგრამ ჩვენთან აღარ დაბრუნდება, რადგან ჩვენ უკვე გვაქვს ბუკები. სექტემბერშია მოპარული ძალიან დიდი ალბათობით, მანამდე რამდენჯერმე გადავამოწმეთ“,- ამბობს მზია კიწმარიშვილი.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ლეპტოპები ორმა 20 წლამდე პირმა მოიპარა, თუმცა სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ჯერჯერობით უდანაშაულობის პრეზუმფციის გამო, სავარაუდო დამნაშავეებზე ვერ ისაუბრებს.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მასწავლებელს უფლება აქვს, შემაჯამებლების რაოდენობა გაზარდოს

ბრლადება სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

პედაგოგებელთა გადამზადება დაწიყო - ტრენინგები 7 საკონტაქტო და 3 არასაკონტაქტო საათს ითვალისწინებს

ჩარიცხვის ვადები და დეტალები ცნობილია - EMIS

პიროვნება
სკოლები
სსიპ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლა
 

„ამ დღეს ჩვენი სკოლის ეზო განსაკუთრებული სიყვარულითა და სიცოცხლით აივსო!“

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება