სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

პროგრამები და რესურსები, რომლებიც პედაგოგებს მრავალფეროვანი სასწავლო გარემოს შექმნაში დაეხმარება
12-10-2023
-
+


განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა პედაგოგებს გთავაზობთ, ზოგადი განათლების რეფორმის ხელშეწყობის პროგრამებს.


„მხიარული მათემატიკა“

აღნიშნული საგანმანათლებლო ელექტრონული რესურსია დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის. აპლიკაციაში მარტივი ანიმაციებითა და ვიზუალური მინიშნებების საშუალებით ბავშვებს შეუძლიათ მათემატიკასთან დაკავშირებული ძირითადი კონცეფციების (დათვლა, მეტობა-ნაკლებობა, მიმატება-გამოკლება და ა.შ.) გააზრება და მათი შესწავლა. რესურსი შედგება ორი ნაწილისგან - ვიზუალური განმარტებებისა და სახალისო სავარჯიშოებისაგან. 

E-სტორიები

https://estories.emis.ge/index.html
E-სტორიები ჩეთბოტების პლატფორმაა. პროექტი არის დამხმარე ელექტრონული სასწავლო რესურსი სასკოლო საგნისთვის - ჩვენი საქართველო. საანგარიშო წლის მანძილზე ელექტრონულ რესურსს დაემატა საქართველოს კუთხეებთან დაკავშირებული შემდეგი ჩეთბოტები: სამეგრელო, გურია, კახეთი, აღმ. საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, აჭარა, რაჭა-ლეჩხუმი, აფხაზეთი.

კოდინგის საიტი

http://code.emis.ge/

პროგრამირების შესასწავლი რესურსი მაღალკლასელებისთვის. აღნიშნული რესურსის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება Front-End Development-ის შესწავლა (CSS და HTML). მომხმარებელი შეძლებს საიტზე დარეგისტრირებას და სწავლის პროცესში საკუთარი
პროგრესისთვის თვალის დევნებას. რესურსი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისგან. საანგარიშო წლის ბოლომდე, დაინტერესებული პირები შეძლებენ კოდის დაწერას და შემოწმებას საიტზე. იქნება სავარჯიშოები და პროექტიკული დავალებები. კურსის გავლის შემდგომ, საიტი ავტომატურად დააგენერირებს შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ჭადრაკის აპლიკაცია

აპლიკაცია შექმნილია საასკოლო საგნისთვის - ჭადრაკი. ამ ეტაპზე აპლიკაციას აქვს თამაშის შენახვის ფუნქციონალი. თამაში შექმნილია იმგვარად, რომ ორმა მოთამაშემ გამოიყენოს აპლიკაცია ერთ კომპიუტერზე. მოსწავლეებს შეუძლიათ შეინახონ პარტია და გაუგზავნონ მასწავლებელს. ჭადრაკის აპლიკაციას აქვს სასწავლო გარემო, რომელშიც შესაძლებელია ნახაზებისა და სქემების შექმნა. აპლიკაცია საბოლოო სახით იარსებებს მომდევნო წლიდან.

„ჩაერთე“

https://chaerte.mes.gov.ge/active_elections/1

საანგარიშო წლის მანძილზე შეიქმნა პროექტი, რომელიც სასკოლო საზოგადოების ყველა წევრს საშუალებას აძლევს, ჩაერთონ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტილების მიღების პროცესში. მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შეუძლიათ მათთვის მნიშვნელოვანი საკითხისთვის ხმის მიცემის გზით დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია, როგორც ერთ, ასევე მრავალპასუხიან კითხვებზე.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება