| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის მასწავლებლები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი.
სკოლის ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების პედაგოგმა, თეა ხუროშვილმა წამყვანის სტატუსი მოიპოვა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სპეციალურმა კომისიამ მისი პედაგოგიური საქმიანობის ნაწილი დადებითად შეაფასა.
სკოლაში თეა ხუროშვილს სტატუსის ამაღლებას ულოცავენ.
„ბერშუეთის საჯარო სკოლის ისტ-ის პედაგოგს - თეა ხუროშვილს ვულოცავთ პროფესიულ წინსვლას. კიდევ ბევრი წარმატება მოგველოცოს. გვიმრავლოს უფალმა წარმატებული პედაგოგები...“,- აღნიშნავენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის მიხედვით, პედაგოგები კატეგორიებად ნაწილდებიან. მასწავლებელს სქემა საშუალებას აძლევს, კატეგორიაში დაწინაურდეს და შესაბამისად უფრო მეტი ანაზღაურებაც მიიღოს.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა