სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

კერძო სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლე და კურსდამთავრებული გაცვლით პროექტში მონაწილეობდნენ
29-08-2023
-
+


ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისის“ წარმომადგენლები Erasmus+-ის პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდულ გაცვლით პროექტში მონაწილეობდნენ. 

რევიტალიზაციის ცენტრმა, ევროკავშირის დაფინანსებით, Erasmus+ _ ის პროგრამის ფარგლებში, ესტონელ და ლატვიელ პარტნიორებთან - Saldus tehnikums-სა და Veriora Noortekeskus-თან ერთად, განახორციელა ახალგაზრდულ გაცვლით პროექტი: მედიაწიგნიერება, კრიტიკული აზროვნება და საჯარო გამოსვლები.

საქართველოდან, კერძოდ კი ქალაქ ზესტაფონიდან პროექტში მონაწილეობისათვის შეირჩნენ — საბა გოცაძე, ედო ბეღელაძე, მარიტა გრიგოლაშვილი, ლუკა ბერაძე, თამარ კაპანაძე, დათა თუკვაძე. მათგან ორი „ანაბასისელია“. თამარ კაპანაძე ამჟამად მე-12 კლასის მოსწავლეა, საბა გოცაძე „ანაბასისის“ შარშანდელი კურსდამთავრებულია.

წარმატებით დასრულდა პირველი ეტაპი, რომელიც გაიმართა ესტონეთში, ქალაქი რაპინა - მედიაწიგნიერება (2023, 16 ივლ - 23 ივლისი)

პროგრამის მონაწილეებს საშუალება მიეცათ შეესწავლათ ისეთი აქტუალური საკითხი, როგორიცაა მედიაწიგნიერება, ამავე დროს, გაეცნენ ერთმანეთის კულტურას, ტრადიციებს, შეიძინეს ახალი მეგობრები, ესტონეთში ესტუმრნენ ქალაქ რაპინას, ქალაქ ტარტუს და მოინახულეს ლატვიის დედაქალაქი რიგაც.

პროგრამის ფარგლებში ესტონელი და  ლატვიელი ახალგაზრდები ზესტაფონს ეწვივნენ​. საინტერესო  და დასამახსოვრებელი დღეები დატვირთული საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებით მალე მიიწურა დაუვიწყარი მოგონებებით, ახალი მეგობრებით , საუკეთესო ცოდნითა და უნარებით კრიტიკული აზროვნების  შესახებ.

სკოლაში პროექტის მონაწილეებს წარმატებას უსურვებენ და რევიტალიზაციის ცენტრს კი შესაძლებლობისთვის მადლობას უხდიან. 

„წინსვლა და წარმატებები საინტერესო პროექტის საუკეთესო მონაწილეებს  მადლობა ბატონ ვლადიმერ ხიხაძეს,  რევიტალიზაციის ცენტრს, პროექტის შინაარსიანად წარმართვისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

ე.წ. მეორადი ჩარიცხვები 23 სექტემბერს გამოქვეყნდება - NAEC ინფორმაციას ავრცელებს 

განახლდება თუ არა სააღმზრდელო პროცესი ორშაბათიდან იმ ბაღებში, რომლებშიც ბავშვები მოიწამლნენ

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება