| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაბაკინის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა არდადეგები საინტერესოდ და ნაყოფიერად გაატარეს, ბევრი ახალი შეიმეცნეს, ნასწავლი გაიხსენეს და, რა თქმა უნდა, ბევრი იხალისეს. ეს ყველაფერი კი მათ საზაფხულო ბანაკმა „ტაბაკინი 2023“ შესთავაზა, რომელიც ტაბაკინის საჯარო სკოლაში მოეწყო და ბავშვებს დაუვიწყარი დღეები აჩუქა.
შთამბეჭდავი და გრანდიოზული აღმოჩნდა საზაფხულო ბანაკის დახურვის ღონისძიებაც.
ბანაკის მონაწილეებმა შეასრულეს როგორც მუსიკალური, ასევე საცეკვაო ნომრები და ლექსები. ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ ქალაქის მერი, თემის წარმომადგენელი, თემის დეპუტატი, ტაბაკინის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი მამა იაკობი.
საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს, სოფელ ტაბაკინში ზესტაფონის მერი ესტუმრა. ვასილ გველესიანი გაეცნო ბანაკის მოსწავლეებს, წარმატებები უსურვა მათ და სამადლობელი სიგელი გადასცა ბანაკის ორგანიზატორებს - თამარ გუნიავასა და თამილა კირკიტაძეს.
ღონისძიებამ საინტერესოდ ჩაიარა და როგორც ბანაკის მონაწილეებს, ისე სტუმრებს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა