TOP ნიუსი
სიახლეები
სიახლეები, ინტერვიუ

ზამთარში სკოლამდე მისასვლელი ერთი ბილიკი და 13 მოსწავლე - კალოთის სკოლის დირექტორი შორენა მამულაძე მაღალმთიანეთის გამოწვევებზე საუბრობს
22-08-2023
-
+


ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ კალოთის საჯარო სკოლის დირექტორს შორენა მამულაძეს სკოლაში მუშაობის 22-წლიანი გამოცდილება აქვს - ჯერ მათემატიკის პედაგოგი იყო, 2012 წლიდან კი სკოლის ხელმძღვანელად დაინიშნა. ქალბატონი შორენასთვის დირექტორობა საპასუხისმგებლო საქმეა, რომელსაც დიდი მონდომებითა და ინტერესით ასრულებს. ხელმძღვანელისთვის ასევე მნიშვნელოვანია სკოლის კოლექტივსა და მოსწავლეებთან მეგობრული, ახლო ურთიერთობა, რადგან ფიქრობს, რომ ეს სკოლის წარმატების გარანტია. თუმცა, დიდ წუხილს გამოთქვამს მასობრივი მიგრაციის გამო, რაც ასევე აისახება სკოლაზეც. სოფლის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე ხალხი საცხოვრებელს იცვლის, შესაბამისად სკოლიდანაც გადადიან ბავშვები.

მაშინ, როდესაც ქალაქის სკოლები ბავშვების მრავალრიცხოვნებას ვეღარ აუდიან, მაღალმთიან დასახლებებში არსებობს ისეთი არაერთი სკოლა, სადაც კლასში მხოლოდ თითო მოსწავლეა, ვისთვისაც მერხის მეგობარი სანატრელია. სწორედ მათ შორისაა კალოთის საჯარო სკოლა. 

სკოლის ხელმძღვანელმა Etaloni.ge-სთან საუბრისას ისიც გაამხილა, რომ ბავშვებთან ერთად პედაგოგებიც თამაშობენ, მათთან ერთობიან, რომ მოსწავლეებმა თანაკლასელების დანაკლისი არ იგრძნონ.

... და აქვე ისიც აღნიშნა, რომ სკოლისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად კადრების დეფიციტი რჩება, მიუხედავად არაერთი ვაკანსიისა და თავისუფალი ადგილისა, მასწავლებლები უარს ამბობენ მაღალმთიან სოფელში ჩასვლასა და მუშაობაზე.

- ქალბატონო შორენა, ახალი სასწავლო წლისთვის როგორ ემზადებით, გყავთ პირველკლასელები?

- ახალი სასწავლო წლისთვის სკოლა უკვე სამზადისშია. რესურსცენტრიდან ველოდებით წიგნებს. მიზნად დასახული გვაქვს, რომ ბავშვებს მხიარულად შევხდეთ. ღონისძიებებს ყოველ წელს ვაწყობთ, ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. 15 სექტემბერს, როცა 1-ელი კლასის მოსწავლეებს ვიღებთ, გადავცემთ კომპიუტერებს. ბავშვები ჰყვებიან ლექსებს, მღერიან, წარმატებულ მოსწავლეებს ასევე ვაჯილდოებთ სიგელებით, მაგრამ, სამწუხაროდ, წელს პირველკლასელები არ გვყავს.

- ბავშვების აკადემიური მოსწრებით ხართ კმაყოფილი?

- კმაყოფილი ვარ, მაგრამ მეტიც შეუძლიათ. მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, სულ 13 მოსწავლე გვყავს და მათ შორის ერთი ძალიან წარმატებული და აქტიურია - მე-8 კლასში გადავიდა წელს. ყველა სწავლობს, მაგრამ გვყავს ისეთებიც, რომლებიც გაკვეთილის მოუმზადებლად არ მოდიან. სამწუხაროდ, წელს არ გვყავდა მე-3, მე-4, მე-9 და მე-12 კლასელები. სოფელში მიგრაციაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ გასული წლისგან განსხვავებით, წელს 1 აბიტურიენტი გვეყოლება. 

- რისგანაა გამოწვეული მიგრაცია?

- სოფლის პირობებიდან და ადგილმდებარეობიდან გამომდინარეა გამოწვეული ეს მიგრაცია. ჩვენ ბარიდან მოშორებით ვართ და ზამთარში, როცა თოვლი მოდის, რთულია გადაადგილება. ამიტომ ხალხი იცვლის საცხოვრებელს. ერთ ბილიკს ვაკეთებთ, რომ სკოლაში მისვლა შესაძლებელი იყოს.

- ასე ხომ შეიძლება საერთოდ დაცარიელდეს სოფელი და სკოლამაც შეწყვიტოს ფუნქციონირება?                    

- რა თქმა უნდა, ამიტომ შეიძლება, რომ შეიქმნას ისეთი პირობები, რომ სოფელი არ დაიცალოს. გზის პრობლემა რომ აღმოიფხვრეს თუნდაც, რომ არ ჩაიკეტოს ზამთარში.

- მასწავლებლების დეფიციტი ხომ არაა სკოლაში?

- სპეციალისტები არ გვყავს და ბევრი ვაკანსია მაქვს გამოცხადებული, მაგრამ სიშორის და მანძილის გამო უარს ამბობენ, არ მოდიან. სკოლაში 5 სტატუსიანი მასწავლებელი მყავს ჯერჯერობით. 

- როგორ ფიქრობთ ბავშვების სწავლისადმი ინტერესსა და მოტივაციას რა განაპირობებს. მასწავლებლის როლი როგორია ამ დროს, ბავშვს, რომ საგანი შეაყვაროს?

- თავად მასწავლებელი უნდა იყოს მოტივირებული, რომ ბავშვიც დაინტერესდეს. ჩვენი პედაგოგები მონდომებულები არიან, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ წარმატებული მოსწავლეები ჰყავდეთ. ახალისებენ სიგელებით, მონაწილეობენ სხვადასხვა ოლიმპიადაში, მოტივაციას მუდმივად აძლევენ.

- დირექტორობის მსურველთათვის გასაუბრებები მიმდინარეობს... რამდენი კანდიდატურაა თქვენს სკოლაში წარდგენილი?

- ვფიქრობ,  ყოველ წელს უნდა იყოს გამოცდები, რომ მასწავლებელიც და დირექტორიც მოემზადოს. გამოცდაზე მე ვიყავი დარეგისტრირებული, მაგრამ ოჯახური მდგომარეობის გამო ვერ გავედი. სხვა მსურველებიც იყვნენ, მაგრამ ქულები დააკლდათ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ ჩემი კანდიდატურაა წარდგენილი სკოლაში.

- სკოლის ავტორიზაციისთვის თუ ემზადებით?

- ავტორიზაციასთან დაკავშირებით იყო კითხვები, რომლებიც შევავსეთ. დოკუმენტაცია, აბსოლუტურად ყველაფერი მოვამზადეთ. ჯერჯერობით მეტი არაფერია სიახლე. რაც საჭიროა ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ავტორიზაცია გაიაროს ჩვენმა სკოლამ.

- როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შორის მეგობრული ურთიერთობა?

- ჩემმა პირველმა მასწავლებელმა შემაყვარა სწავლა. აი-ია, მათემატიკა. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს მეგობრულ ურთიერთობებს. ჩემს სკოლაში ძალიან კარგი დამოკიდებულება აქვთ პედაგოგებს მოსწავლეებისადმი და პირიქით. ძირითადად მასწავლებლების შვილები არიან. მცირეკონტინგენტიან სკოლაში მუშაობა მარტივი არაა. რადგან ცოტა მოსწავლეა, ნამდვილად ყველა წარმატებული უნდა იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ როცა ბევრი მოსწავლეა ხალისი უფრო მეტია. მაგალითად, სპორტზე მასწავლებლები გავდივართ და ვცდილობთ გავახალისოთ მოსწავლეები, მათთან ერთად ვერთობით - ხან ფრენბურთს ვთამაშობთ, ხან კალათბურთს. კლასში 2 მოსწავლე როცაა ვცდილობთ უფრო ხალისიანი გაკვეთილი გამოგვივიდეს.

- მშობლების ჩართულობა როგორია სასწავლო პროცესში?

- ყველა აქტიურადა ჩართული. კლასის დამრიგებლები ატარებენ კრებას და განიხილავენ პრობლემებს. მშობლები ბავშვის წარმატებას იგებენ, ასევე განიხილავენ მასწავლებლებთან ერთად სადაა მეტი სამუშაო და ა.შ.

- სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით რას ფიქრობთ?

- ზუსტად არ დაგვიგეგმავს, მაგრამ როგორც ყოველ წელს, ახლაც ვცდილობთ მთელი სკოლის კოლექტივი, რომ სასწავლო პროცესში სიახლეები შევიტანოთ და გაკვეთილები მეტად მრავალფეროვანი და საინტერესო გავხადოთ.




კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება