| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გოკიოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს, შემოდგომის სილამაზის უკეთ აღსაქმელად, გასვლითი გაკვეთილი ჩაუტარდათ.
გაკვეთილის თემა გახლდათ - „შემოდგომის ბუნება“ დ ამას ხელოვნების, ბილინგვური სწავლებისა და ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეგნაზ ქალაშიანი.
მოსწავლეები ღია ცის ქვეშ, ბუნებაში ეზიარნენ შემოდგომის მშვენიერებას, გაკვეთილი მოიცავდა მრავალფეროვან აქტივობებს. მოსწავლეებმა დახატეს, ითამაშეს და იცეკვეს კიდეც.
აქტივობებში მონაწილეობდა ყველა მასწავლებელი.
გასვლითი გაკვეთილი მოსწავლეებისთვის მეტად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, ბავშვებმა დაუვიწყარო დრო გაატარეს და განმავითარებელი აქტივობები ხალისით შეასრულეს.
გასვლითი გაკვეთილის ხელმძღვანელი პედაგოგის თქმით, აქტივობები კოლეგებისა და მშობლების დახმარებით დაგეგმა, რისთვისაც მათ მადლობას უხდის.
„ნამდვილად დაუვიწყარი დღე შედგა. მადლობა ყველას“,- აღნიშნავს პედაგოგი.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა