სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„დიდებს ეჯავრებათ სკოლა, პატარებს უყ­ვართ, რადგან ბნელს ხალხში, მათ არ გასჯდომიათ მშობლების ამაო რწმენანი“ - 14 ივლისი ვაჟა-ფშაველას დაბადების დღეა
14-07-2023
-
+


14 ივლისი ვაჟა ფშაველას დაბადების დღეა; გთავაზობთ ვაჟას შემოქმედებიდან ნაწყვეტებს რომლებიც მასწავლებლებს, სკოლას და მომავალი თაობების განათლებას ეხება:

ვაჟას აქვს ცნობილი მასწავლებლის, ლადო ბზვანელისადმი მიძღვნილი ლექსი:

„მასწავლებლისა ბედზედა

მრავალჯერ დამიკვნესია…

რა ვუყოთ, მასწავლებელი

დღეს არა ფასობს ჩვენშია.

თუმცა ხსნა ჩვენის ერისა

მხოლოდ და მხოლოდ თქვენშია“.

ვაჟა-ფშაველა სწავლა-აღზრდას დიდ ეროვნულ საქმედ მიიჩნევდა და ახალი სკოლის შექმნას ი. გოგებაშვილის შეხედულებებს უკავშირებდა. იგი ასევე მხარს უჭერდა სკოლისა და ცხოვრების კავშირის იდეას. ვაჟა განსაკუთრებით უსვამს ხაზს მთაში განათ­ლების საჭიროებას და ვაჟა წერს, რომ განათ­ლების მხრივ ხევსურეთზე ჩამორჩენილი არცერთი კუთხე არ არის: „მე ასე ვფიქრობ, პატარა ხევსურებს უყვართ სწავლა, სწავლას, ცოდნას იმათ თვალში ფასი სძევს, ცოდნის ქონა მადლი და სახელია, ხოლო უცოდინრობა კეთილის მოკლება, სირცხვილი, სატი­რელი და სავალალოა…დიდებს ეჯავრებათ სკოლა, ხოლო პატარებს უყ­ვართ. ეს საკვირველი არ არის, რადგან ამისთანა ბნელს ხალხში პატარები უფრო არ არიან ცრუმორწმუნენი, არ გასჯდომიათ ჯერ ძვალ-რბილში მშობელთა და მეზობლების ამაო რწმენანი. ჯერ იმათი ტვინი გაურყვნელია და აი სწორედ ეხლაა დრო მთესველისა” (ერთი კვირა ხევ­სურეთში). ვაჟას აზრით, განათლება განაპირობებს ხალხის, ერის ბედს და ამბობს, რომ საანდაზოდ გახდება ის ხალხი, ვინც უარყოფს რიგიან აღზრდასა და განათ­ლებას. თავის წერილში ,,ცოტა რამ ჩვენის ცხოვრების ავ-კარგისა“, იგი სთხოვს წერა-კითხვის გამავრცე­ლებელ საზოგადოებას, დააარსოს, ე.წ. მოძრავი სკოლები და რასაც სკოლებზე ხარჯავდა, იმ ფინანსებით, საზოგადოება შეძლებს წერა-კითხვის ბევრად მეტი  მცოდნე ჰყავდეს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება