| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე, etaloni.ge-მ დეტალები სამინისტროსთან გაარკვია და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრში განგვიმარტეს, რომ „ესქულის“ ბაზაში ამაღლებული სტატუსები იმ პედაგოგებს აესახათ, ვინც სტატუსზე წარდგენილი იყო და კომპეტენცია განსაკუთრებული ღვაწლისთვის აუმაღლდა.
შეგახსენებთ, რომ განსაკუთრებული წესით პედაგოგებს სტატუსი აქამდე განათლების მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე ენიჭებოდათ, ამ ეტაპზე კი, ეს პროცესი, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, შეჩერებულია იმ მოტივით, რომ სათანადო დასკვნების გამოსატანად და გადაწყვეტილებების მისაღებად, ჯერ სიტუაციას უნდა დააკვირდნენ.
ინფორმაციისთვის: მინისტრმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტატუსი 600-მდე პედაგოგს მიანიჭა - გადაწყვეტილებას 1300-მდე მასწავლებელი ელოდა
როდიდან მიიღებენ მასწავლებლები მინიჭებული სტატუსის შესაბამის დანამატს? - აღნიშნული კითხვით etaloni.ge-მ განათლების სამინისტროს მიმართა, სადაც გვიპასუხეს, რომ წესით დანამატი ივლისიდან უნდა გაიცეს, თუმცა ეს საკითხი საბოლოოდ გადაწყვეტილი არ არის და შესაძლოა სექტემბრამდეც გადავადდეს:
„სტატუსი თუ ესქულის ბაზაში აისახა, წესით დანამატი ივლისში უნდა მიიღონ პედაგოგებმა, თუმცა ეს საკითხი გადაწყვეტილი არ არის. გასარკვევია - ივლისიდან მიიღებენ მასწავლებლები დანამატებს თუ სექტემბრიდან. სავარაუდოდ, 10 ივლისისთვის საბოლოო პასუხი გვეცოდინება“.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა