სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მინისტრმა განსაკუთრებული ღვაწლისთვის სტატუსი 600-მდე პედაგოგს მიანიჭა - გადაწყვეტილებას 1300-მდე მასწავლებელი ელოდა
03-05-2023
-
+


ბოლო პერიოდში, სოციალურ ქსელში სულ უფრო ხშირად გვხვდება ინფორმაცია, რომ ამა თუ იმ პედაგოგს, მინისტრის ინდივიდუალური ბრძანების საფუძველზე, სხვადასხვა სტატუსი მიენიჭა. განსაკუთრებული ღვაწლის მქონე მასწავლებლების ამ მხრივ წახალისება ახალი ამბავი არ არის, თუმცა ამ შემთხვევაში, საინტერესოა რაოდენობა, რომელიც, როგორც etaloni.ge-მ გაარკვია, წელს უპრეცედენტოა.

სწორედ აქედან გამომდინარე გაიწელა დროში სტატუსების მინიჭებაც და როგორც წყარო გვიმხელს, 2022 წლის დეკემბრიდან სტატუსზე წარდგენილი იყო დაახლოებით 1300 მასწავლებელი, მათგან ზოგი უსტატუსო, ნაწილი კი ის კატეგორია გახლდათ, ვისაც 2022 წელს პროფესიული უნარების გამოცდა ჰქონდა ჩაბარებული.

გიორგი ამილახვარმა მასწავლებლებს სტატუსები მიანიჭა - დეტალები

აღსანიშნავია, რომ მინისტრმა, განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურებისთვის, წარდგენილი პედაგოგებიდან მხოლოდ 600-მდე მასწავლებელს მიანიჭა სტატუსი, თუმცა მიუხედავად ამ პროცენტული მაჩვენებლისა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად გაზრდილია, რადგან შარშან ამ სიაში, მხოლოდ 200-მდე  მასწავლებელი იყო წინა წლებში კი გაცილებით ნაკლები.

რაც შეეხება იმ პედაგოგებს, ვისაც სტატუსი არ მიენიჭა, როგორც წყარომ გვითხრა, უარის სხვადასხვა მიზეზია, მათ შორის პორტფოლიო და სხვა საგანში არსებული აქტივობები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები

მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე

გამოცდების გარეშე უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება მაგისტრანტობის მსურველებისთვისაც შესაძლებელია

შეასრულეს თუ არა სკოლებმა რეკომენდაციები - საბჭო 17 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების გაანმარტებებს მოისმენს

ნიშნების დეტალური რეპორტი მასწავლებლებისთვის

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება