სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, საინტერესო

„გამოცდის წინა ღამე ჯადოსნურია“... უნდა იმეცადინონ თუ არა აბიტურიენტებმა ტესტირების წინ - სტუდენტები საკუთარ გამოცდილებას გვიზიარებენ
02-07-2023
-
+


აბიტურიენტებისთვის ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისიდან იწყება და წინასაგამოცდო ნერვიულობას ყველა თავისებურად უმკლავდება, თუმცა ასეთ დროს განსაკუთრებით აქტუალურია კითხვა - უნდა იმეცადინონ თუ არა აბიტურიენტებმა ტესტირების წინა ღამეს? - რაზეც ერთმნიშვნელოვანი პასუხი ნამდვილად არ არსებობს; ზოგისთვის აუცილებელია კარგად გამოძინება, გონების დასვენება, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მუშაობა და ენერგიის აღდგენა, ზოგისთვის - პირიქით... etaloni.ge გთავაზობთ იმ ადამიანების რჩევებს, ვინც ეროვნულები წარმატებით ჩააბარა. მათ შორის კი გახლავთ გოგონა, რომელიც ახლა წარმატებული სტუდენტია და დღესაც სჯერა, რომ გამოცდის წინა ღამე ჯადოსნურია; აქამდე ნასწავლი თუ უსწავლელი მასალის დაზუთხვა სწორედ, რომ გამოცდამდე, რამდენიმე საათით ადრეა შესაძლებელიო, - ამბობს.

„როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, გამოცდის წინა დღეს ვიმეორებდი ძირითად საკითხებს. მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის წინ, გადავიმეორე ის მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური გრამატიკული წესები, რომლებიც მნიშვნელოვანია ნებისმიერი ანალიზის დასაწერად და ტექსტის დასარედაქტირებლად. აგრეთვე, გადავხედე ტროპის სახეებსა და პოეტურ ლექსიკას. ინგლისურის გამოცდის წინ, ვიმეცადინე წერილის წერასა და ესეს დაწერაში. ვფიქრობ, რომ გამოცდის წინ იმ საკითხების გადამეორება, რაც აუცილებლად იცი, რომ გამოცდისას დაგჭირდება, მნიშვნელოვანია. იქიდან გამომდინარე, რომ ვიყავი პირველი ვარიანტი, ვნერვიულობდი არ დამგვიანებოდა გამოცდაზე, ამიტომ ოჯახის წევრები გაფრთხილებული მყავდა, ჩემთან ერთად ეკონტროლებინათ დრო“ - გვეუბნება უკვე მაგისტრატურის სტუდენტი თამარ ჭიჭინაძე.

„პირველი გამოცდა მქონდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში, მზად ვიყავი და ეს მზადყოფნა თავდაჯარებულობას მატებს ადამიანს, მაგრამ მახსოვს, ციტატებს ვიმეორებდი ნაშრომში ზოგადი განათლების დასაფიქსირებლად. გამოცდების წინა ღამეებზე არ მინერვიულია, მეც კი გაკვირვებული ვიყავი ამ ფაქტით. დილით საკმაოდ შორი მანძილის გავლა მიწევდა საგამოცდო ცენტრამდე მისასვლელად, შესაბამისად კარგად გამოძინება და დასვენება ვარჩიე. ქულის დადების ამბავს, რომ გავიგებდი სანამ ნიშანს დავხედავდი, მაშინ ვნერვიულობდი მხოლოდ“, - აღნიშნავს მე-2 კურსის სტუდენტი თამთა მერაბიშვილი.

„ეროვნულების წინა დღეს დასვენება გადავწყვიტე. დაგროვილი ცოდნის სრულად გასახსნებელად ეს ყველაზე კარგი ხერხი იყო. მაგრამ გამონაკლისის სახით ისტორიის გამოცდის წინ „დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები |“ ვისწავლე, რომელიც ბოლო დღემდე ნასწავლი არ მქონდა. ბედის ირონიით გამოცდაზე ზუსტად ეს საკითხი შემხვდა. აქედან გამომდინარე, წინა დღისით სწავლა ამ შემთხვევაში ჩემთვის საკმაოდ მომგებიანი გამოდგა“ - გვიყვება მაგისტრატურის კურსდამთავრებული სალომე ჯანგავაძე.

მინდა, როგორც ყოფილმა აბიტურიენტმა, ჩემი გამოცდილებაც გაგიზიაროთ. ჩემთვის, გამოცდის წინა ღამე ჯადოსნურია - მთელი გულით მჯეროდა, რომ ამ ღამის ნაყოფიერად გატარება, მომდევნო დღეს კარგი შედეგის დადებაში დამეხმარებოდა. მეგონა, არ ვიქნებოდი მართალი, თუ საკუთარ თავს დასვენების უფლებას მივცემდი, შესაძლოა, ჩემი დამოკიდებულება გადაჭარბებულიც იყო, მაგრამ მთავრია - უშედეგო არ აღმოჩნდა: ისტორიის გამოცდის წინა ღამეს, საეკლესიო კრებებზე ვმეცადინეობდი, ეს თემა კარგად არ ვიცოდი და დარწმუნებული ვიყავი, აუცილებლად ის საკითხები შემხვდებოდა, რაშიც თავდაჯერებული არ ვიყავი, საბოლოოდ ასეც მოხდა, გამოცდაზე 3 დავალება ზუსტად საეკლესიო კრებებს შეეხებოდა.

დღეს აბიტურიენტებს ვურჩევდი, რომ გამოცდებს შეხედონ, როგორც საკუთარი უნარების წარმოჩენის შესაძლებლობას. იყვნენ თავდაჯერებულები, სჯეროდეთ იმ შრომის, რაც მიზნის მისაღწევად გაიღეს და გამოცდაზე საღი გონებით გავიდნენ, - გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას სტუდენტი ანა ურუშაძე.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

მასწავლებელთა ბოლო 3 გამოცდის ტესტები გამოქვეყნდა 

აბიტურიენტების საყურადღებოდ - 6 გამოცდის პირველადი შედეგები ცნობილია

 სკალირებული ქულის გამოთვლის მეთოდი - გაიგეთ, როგორ ხდება ქულის გათანაბრება 

პიროვნება

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

ტრენინგი ხელს უწყობს სწავლების ინდივიდუალური მიდგომებისა და ეფექტური სტრატეგიების განვითარებას

გაიმართა გრანდიოზული გამოსაშვები ღონისძიება

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება