TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„პირველკლასელებს ვეტყოდი იყვნენ გაბედულნი და დაუშრეტელნი“ - ზვიად ველიაძე, წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორი 
22-06-2023
-
+


ზვიად ველიაძე, შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანის საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მთავარი საზრუნავი მუდმივი განვითარებაა, ხოლო სირთულეებთან შეჭიდება მნიშვნელოვანი გამოცდილება. მისთვის სკოლის მართვა და  წიგნიერი, ერუდირებული და ინტელექტუალი თაობის აღზრდა დიდი პასუხისმგებლობაა, რასაც მთელი მონდომებით ეკიდება და ცდილობს განათლების სფეროში თავისი კვალი დატოვოს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ ზვიად ველიაძესთან: 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ისეთივე კარგი და მძიმე (სიმძიმის მიზეზი პასუხისმგებლობითი შრომაც შეიძლება იყოს და რუტინაც), როგორიც სხვები: განახლებადი სიცოცხლის აუცილებლობის მიმანიშნებელი, ფუნდამენტური რეფორმების აუცილებლობის დამაანონსებელი.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- მადლობას, რომ ითმენენ, მადლობას რომ ნაწილობრივ პასუხისმგებლობას იღებენ. ვეტყოდი საყვედურს, რომ მეტი შეტევით რატომ არ მოქმედებენ, მეტად რატომ არ ცდილობენ განვითარებას, რატომ არ აქტიურობენ საზოგადოებრივ საქმიანობაში. რატომ არ მოდის მათგან იდეები, გაერთიანებები. რატომ ვერ ბედავენ, რატომ არ უსმენენ გონიერ ბავშვებს, რატომ იტყუებენ თავს და რატომ უწყობენ ხელს ზოგი მასწავლებლის ნიღბის შენარჩუნებას, რატომ ხშირად არ მოდიან სკოლაში კითხვებით, რჩევებით, მადლობის გამოსახატად...

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- მომცილდი მიწეპებულო და დამტოვე იმად, რაც ღვთისაგან ვიშვი!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- მარტივებს სანაგვეში მოვისვრიდი და მხოლოდ რთულს ავირჩევდი... ძალისხმევას არ დავიშურებდი და ხელმეორედ დავიბადებოდი!

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- იყვნენ ღმერთები, მოძღვრები, იმპერატორები, ხანაც მონები, ოკეანის ფსკერნი, წიგნის ფურცლები, ნახატები და სულის არქიტექტორნი. გაბედულნი და დაუშრეტელნი. მზენი და მთვარენი!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- თვალებით და სხეულის ენით გამოხატული სიახ-LOVE-ის სიხარული.

- მოტივაციას მაძლევს...

- მტერი სიმართლისა და სინამდვილისა, პასუხისმგებლობა ღვთიური წესრიგისადმი და შესაბამისად ქართველობისადმი - ანუ მსოფლიო მოქალაქისადმი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება