TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„თუ კლასში შეკრულია სამკუთხედი - მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი, ის აუცილებლად წარმატებულია!“- გულნაზი ჭელიძე, ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორი 
21-06-2023
-
+


გულნაზი ჭელიძე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც წინსვლა და განვითარება უმნიშვნელოვანესია, როგორც თავად აღნიშნავს, მისთვის მოტივაციის მიმცემია ყოველი დღე, რომელიც სკოლის ეზოში იწყება და საგაკვეთილო პროცესით გრძელდება. ის აღნიშნავს, რომ თუ კლასში შეკრულია სამკუთხედი: მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, იგი აუცილებლად წარმატებული იქნება. საერთო მიზნის მისაღწევად კი მნიშვნელოვანია ამ სამეულს შორის ჯანსაღი ურთიერთობა, მის მთავარ საზრუნავსაც სწორედ ისეთი გარემოს შექმნა წარმოადგენს, რომელიც სკოლას წარმატებამდე მიიყვანს. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ გულნაზი ჭელიძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ის, რომელშიც ახალი გამოწვევებისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, თავისი კომპლექსური დავალებებით, მატრიცებითა და სასკოლო პროექტებით. სკოლა აქტიურად ჩაერთო შიდასასკოლო და რესპუბლიკურ კონფერენციებში, გვქონდა გასვლითი ღონისძიებები თეატრებსა და მუზეუმებში,მოეწყო ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- თუ კლასში შეკრულია სამკუთხედი: მოსწავლე, მასწავლებელი და მშობელი, იგი აუცილებლად წარმატებულია. საერთო მიზნის მისაღწევად მნიშვნელოვანია ამ სამეულს შორის ჯანსაღი ურთიერთობა.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი...

- მე ვამაყობ ლემშვენიერას საჯარო სკოლის კურსდამთავრებულებით!

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- დავამთავრე უშგულის საჯარო სკოლა, პირველ წელს ვერ ჩავირიცხე, ქულები ვერ მეყო. მეორე წელს კი, თუ მუშაობის ერთწლიანი სტაჟი არ გექნებოდა, ისე ვერ ჩააბარებდი. ამიტომ ვმუშაობდი და თავდაუზოგავად ვკითხულობდი. მასწავლებლობა ჩემმა ფიზიკის პედაგოგმა შემაყვარა და მეც მისი გზა ავირჩიე.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- პირველკლასელებისთვის სკოლა და მშობელი ერთნაირად უნდა მოემზადოს. იმისთვის რომ ბავშვის თავდაპირველი ნაბიჯი სკოლაში იყოს სასიამოვნო, საჭიროა მთავარი ინფორმაციის მიწოდება და სათანადო დახვედრა. „მე სკოლაში მივდივარ!“-ასე ამცნობს ყოველი ბავშვი გარშემო მყოფებს სკოლაში ჩარიცხვას. ამიტომაც ვეტყვი მათ: ბედნიერი იყოს თქვენი მოსვლა ლემშვენიერს საჯარო სკოლაში!

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ჩემს არქივში უამრავი კომპლიმენტი ინახება... თუმცა განსაკუთრებით სასიამოვნო და გულის ამაჩუყებელი იყო ჩემი ყოფილი მოსწავლისა და წარმატებული ახალგაზრდის - ნინო შუკვანის წერილი:

„გულნაზი მასწავლებელი იყო და არის საკუთარი საქმის პროფესიონალი. ერთგული, პრინციპული და მგრძნობიარე ადამიანი. მისთვის მასწავლებლობა ცხოვრების წესია, ეს პროფესიაზე მეტია. ფიზიკისადმი სიყვარული სწორედ გულნაზი მასწავლებლის დიდი დამსახურებაა, როდესაც გაკვეთილს უდგები როგორც შემოქმედებით აქტს, ის ყოველთვის სცდება ჩარჩოებს და იბადება რაღაც ახლებური და ინდივიდუალური. გულნაზი მასწავლებელი ლიდერი პერსონაა, რომელიც სხვებსაც აძლევდა ლიდერობის შესაძლებლობას. ამ ყოველივეს იგი დახვეწილად აკეთებდა, ეს კი მიანიშნებს იმაზე, რომ მას ესმოდა მოსწავლეების შინაგანი სამყარო და კარგად იცოდა ურთიერთობის ხელოვნება. რაც შეეხება მშობლების დამოკიდებულებას, მათ დიდი პატივისცემა აქვთ ამ ადამიანის მიმართ, ვინაიდან კარგად იცოდნენ ჩემი მისდამი დამოკიდებულება. პ.ს რაც არასდროს მავიწყდება ის არის, რომ გულნაზი მასწავლებლისთვის სკოლის იერარქიას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა, ის ყველას თანაბრად ექცეოდა. ეს ყველაფერი კი ბევრ რამეზე მიუთითებს, არის რაღაცები რაც სიტყვებზე მაღლა დგას და სწორედ ამ სიმაღლის მატარებელია გულნაზი მასწავლებელი. ამდენი წლის შემდეგ ისევ ისე გვგულშემატკივრობს და ხარობს ჩვენი თითოეული, წინ გადადგმული ნაბიჯით. მასწავლებლობა ხომ მოწოდებაა, სხვანაირად როგორ შეიძლება?!”

- მოტივაციას მაძლევს...

- ყოველი დღე, რომელიც იწყება სკოლის ეზოში და გრძელდება საგაკვეთილო პროცესით, მოსწავლეების ჩართულობა სხვადასხვა ღონისძიებებში, სადაც ყველაზე ნათლად ჩანს მათი ღირსეული თვისებები. ამასთანავე, სულ სხვა მოტივაციას მაძლევს ჩვენი ჯანსაღი კოლექტივი, მათ გარეშე ყველაფერს არაფერი ერქმეოდა.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება