| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთელის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო წლის მანძილზე არაერთ საგანმანათლებლო პროექტში ჩაერთნენ.
მათ შორის, მოსწავლეები ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ „წიგნის მეგობართა და იდეატორთა კლუბების“ საქმიანობის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ.
ღონისძიებაში მე-4 კლასის მოსწავლეები იყვნენ ჩართულნი.
აღნიშნულ ღონისძიებაზე გამოფენილი იყო პროექტში მონაწილე მოსწავლეების მიერ შექმნილი წიგნის ციფრული და ხელნაკეთი ვერსიები.
აღსანიშნავია, რომ ამ წიგნების ავტორები თავად მოსწავლეები არიან.
თითოეული მონაწილე სერტიფიკატით დაჯილდოვდა, სკოლას კი, საჩუქრად სხვადასხვა კლასგარეშე ლიტერატურული ნაწარმოები გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მოსწავლეები პედაგოგ ეთო კაპანაძის ხელმძღვანელობით ჩაერთნენ.
სკოლა მადლობას უხდის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელებსა და მენტორებს ამ შესაძლებლობისთვის.
„მადლობა საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელებს და ამ იდეის განმხორციელებლებს! მადლობა, მარიამ კობიაშვილსა და აზა ბერაძეს, ჩვენს მენტორებს, ამ თვეების განმავლობაში გვერდში დგომისთვის!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა