| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ლასურიაშის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
კამპანიის - „ვარდისფერი ოქტომბერი - ცნობიერება, პრევენცია და ზრუნვა სიცოცხლეზე!- ფარგლებში, ლასურიაშის საჯარო სკოლაში, ცაგერის მუნიციპალიტეტის „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის ჩართულობითა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელშეწყობით, საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
პრეზენტაციას უძღვებოდა ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ექიმი ლია ჩიქოვანი. შეხვედრას ესწრებოდნენ ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა კოპალიანი, სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები, ქალთა ორგანიზაციის წევრები.
შეხვედრის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ცნობიერების ამაღლების, პრევენციული ღონისძიებებისა და რეგულარული სკრინინგის მნიშვნელობას.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს საზოგადოებაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის გაძლიერებას და გვახსენებს, რომ დროული ინფორმირებულობა და დაავადების ადრეული გამოვლენა სიცოცხლის გადარჩენის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
„იზრუნე საკუთარ ჯანმრთელობაზე - ნუ გადადებ სკრინინგს!“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა