TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„ბუნების დაცვა, დაბინძურება და მისი სავალალო შედეგები“ - ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში საინტერესო შეხვედრა გაიმართა
15-06-2023
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სასწავლო პროექტის - Protéger la nature ფარგლებში, თემაზე - „ბუნების დაცვა, დაბინძურება და მისი სავალალო შედეგები“ შეხვედრა გაიმართა. მასში მე-10გ კლასის მოსწავლეები, კათედრების მასწავლებლები და კლასის დამრიგებელი - ი. ხაჟომია მონაწილეობდნენ. შეხვედრა საკლასო ოთახში მოეწყო, სადაც პრეზენტაცია გაიმართა.

როგორც სკოლაში ამბობენ, ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკავშირებული და სხვ.) გონებაში გააქტიურებით, საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიებითა და ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეები გარემოს დაბინძურების მავნებლობის, ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ ცოდნას აიმაღლებენ.
სწორედ ეს იყო შეხვედრის მიზანიც. 

მე-10გ კლასის მოსწავლეებმა სტრატეგიებისა და ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით, ბუნების დაცვის თემატიკაზე, ფრანგული საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტებისა და დიალოგების გაგება შეძლეს. მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები, რომლებზეც ბუნების დაცვასთან დაკავშირებით რჩევები - „დარგეთ მცენარეები“, „ნუ დააბინძურებთ გარემოს“, „ეკონომიურად იხმარეთ წყალი“, „დაახარისხეთ ნარჩენები“ - დაიტანეს.

პრეზენტატორებმა ისაუბრეს, თავად რას აკეთებენ ბუნების დასაცავად, როგორ ახარისხებენ ნარჩენებს, როგორ უფრთხილდებიან წყალს, ელექტრო ენერგიას, რა მეთოდებით შეიძლება ბუნების დაცვა. 

სკოლაში აქტივობის ანგარიშს გვიზიარებენ. 

„სასწავლო პროექტი - Protéger la nature.
აქტივობის ანგარიში თემაზე: „ეკოლოგია და გარემოს დაცვა (ბუნების დაცვა, გარემოს დაბინძურება).
შეხვედრის თემა: „ბუნების დაცვა, დაბინძურება და მისი სავალალო შედეგები“.
 
შეხვედრის მიზანი: საჭირო ცოდნის (ენობრივი, ტექსტობრივი, თემასთან დაკავშირებული და სხვ.) გონებაში გააქტიურებით, საჭიროებისამებრ, დამატებითი ინფორმაციის მოძიებით სათანადო რესურსებში, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეები აიმაღლებენ ინფორმაციას გარემოს დაბინძურების მავნებლობის, ჯანმრთელობაზე მისი უარყოფითი გავლენის შესახებ.

შეხვედრის შედეგი: პროექტზე მუშაობით, კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით, მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევა-ძიების, მსჯელობა-ანალიზის, შემოქმედებითი, კომუნიკაციის, მოსმენის, ტექნოლოგიების ფლობის უნარი.გაიმდიდრებენ ტექნიკურ ტერმინოლოგიას.

შეხვედრის აღწერა: პროექტის - ბუნების დაცვა“ ფარგლებში ჩართული პედაგოგების მიზანს წარმოადგენს ყოველთვის რაიმე საინტერესო, საბაზო საფეხურის მოსწავლეთათვის მნიშვნელოვნად საჭირო თემების განხილვა. ერთ-ერთ ასეთ თემად ჩავთვალეთ გაგვეკეთებინა პრეზენტაცია „ბუნების დაცვა, დაბინძურება და მისი სავალალო შედეგების“ შესახებ, თუ რამდენად ამცირებს ის სიცოცხლის ხანგრძლივობას, იწვევს დაავადებებს: ადამიანებში, ცხოველებში, ფრინველებში, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს სიკვდილიანობას.

მე-10გ კლასის მოსწავლეებმა სტრატეგიებისა და ნასწავლი ენობრივი საშუალებების გამოყენებით შეძლეს საინფორმაციო-შემეცნებითი ტექსტებისა და დიალოგების გაგება ბუნების დაცვის თემატიკაზე. მოამზადეს პრეზენტაციები, შექმნეს პოსტერები ბუნების დაცვასთან დაკავშირებული რჩევებით; „დარგეთ მცენარეები“, „ნუ დააბინძურებთ გარემოს“, „ეკონომიურად იხმარეთ წყალი“, „ დაახარისხეთ ნარჩენები“ და .შ. რადგან ფრანგული ენა მათთვის არჩევითი საგანია და სწავლების პირველი წელია, პრეზენტაციის დროს, მოსწავლეები საუბრობდნენ ნაწილობრივ ქართულ ენაზე.

თითოეულმა მოსწავლემ ძალიან საინტერესოდ წარმოადგინა თავისი პრეზენტაცია. პრეზენტატორებმა ისაუბრეს, თავად რას აკეთებენ ბუნების დასაცავად; როგორ ახარისხებენ ნარჩენებს, როგორ უფრთხილდებიან წყალს, ელექტროენერგიას, რა მეთოდებით შეიძლება ბუნების დაცვა.

კლასის დამრიგებელმა ი, ხაჟომიამ აღნიშნა, რომ საინტერესო და ბევრი საყურადღებო სიახლის მომცველი აღმოჩნდა მიღებული ინფორმაცია მოსწავლეებისათვის,ასევე დამსწრე მასწავლებლებისთვის.
გამოყენებული რესურსები: მოსწავლეებს ინფორმაცია მომზადებული ქონდათ პოსტერებზე, PowerPoint-ში. ინფორმაცია, ფოტო-მასალა ინტერნეტიდან, რაც ძალიან საინტერესო სანახავი და მოსასმენი იყო“,- ვკითხულობთ ანგარიშში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება