| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მადონა მუმლაძე მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის, თბილისის N124 საჯარო სკოლის დირექტორია, რომლისთვისაც მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატება პრიორიტეტული საზრუნავი და მოტივაციიის მიმცემია. როგორც, აღნიშნავს N124 სკოლა არის ადგილი, სადაც ყველას ეძლევა შესაძლებლობა გამოხატოს საკუთარი „მე“, ამისთვის კი, თავად ძალიან ბევრს შრომობს და ცდილობს, რომ სასკოლო საზოგადოებას შეუქმნას ჰარმონიული გარემო, სადაც თავიანთ საქმეს დიდი სიყვარულით შეასრულებენ. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მადონა მუმლაძესთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან მრავალფეროვანი ღონისძიებებით დატვირთული და საინტერესო.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მეტი დრო გაატარონ შვილებთან, მოუსმინონ და ესაუბრონ მათ.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- თქვენნაირი მოაზროვნე ადამიანები შექმნიან უკეთეს მომავალს.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- თქვენნაირად ვნერვიულობდი გამოცდების წინ.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ძალიან კარგ პერიოდში უწევთ სკოლაში სწავლა, მათ ექნებათ მეტი შესაძლებლობა გამოავლინონ და განივითარონ უნარები ინტერესების მიხედვითაც.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- ჩვენი სკოლა არის დაწესებულება, სადაც ყველას გვეძლევა საშუალება გამოვხატოთ ჩვენი „მე“. გვაქვს თქვენი მხარდაჭერა ინიციატივებში და პროფესიონალი მასწავლებლების დახმარება.
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლეთა და მასწავლებელთა წარმატებები.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა