| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარის საჯარო სკოლის მეცხრეკლასელები სკოლიდან საზეიმო ვითარებაში გააცილეს.
აღსანიშნავია, რომ სკოლა საბაზოაა, რის გამოც ღონისძიება ძალიან ამაღელვებელი და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა.
მოსწავლეებს, დირექტორმა ნანა გორგიშელმა, შთამბეჭდავი სიმღერა მიუძღვნა, მათ საბაზო საფეხურის დამთავრება ორიგინალურად მიულოცა და სასწავლო წლის ბოლო დღე დაუვიწყარ დღესასწაულად უქცია.
აღსანიშნავია, რომ დღე მოსწავლეებისთვის სიურპრიზებით სავსე აღმოჩნდა, დირექტორის დაუვიწყარი წარმოდგენის შემდეგ, მათთვის პედაგოგებმა ორიგინალური პერფორმანსი მოაწყვეს.
მრავალფეროვანმა, სიყვარულითა და ხალისით შესრულებულმა ქორეოგრაფიულმა ნომერმა მოსწავლეების განწყობა უფრო აამაღლა.
დღის ბოლოს, ახალგაზრდებმა, საყვარელ პედაგოგებთან ერთად სასკოლო ცხოვრებისას დაგროვებული ტკბილი, სახალისო და სამახსოვრო მოგონებები გაიხსენეს და ერთმანეთს სიყვარულით დაემშვიდობნენ.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“