სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი, ნაყოფიერად გამოიყენონ სკოლის წლები“ - სტელა გოგოლაევა, არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი
15-06-2023
-
+


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის საჯარო სკოლის დირექტორი სტელა გოგოლაევა შრომისმოყვარე, მოსწავლეთა საჭიროებებსა და ცოდნის გაღრმავეზაბე ორიენტირებული პიროვნებაა. ის ბავშვებს შთააგონებს, რომ ყველაფერი მათ ხელშია. მთავარია მონდომება და ყველაფერს შეძლებენ. ეს კი  მოსწავლეებს მოტივაციას უმაღლებს. დირექტორი პირველკლასელებს მოუთმენლად, სიყვარულით ელოდება და მათ სწავლისა და დროის მხიარულად გატარებისკენ მოუწოდებს.

- ეს სასწავლო წელი იყო...
- მრავალმხრივ სასიამოვნო და სარგებლის მომტანი. გასულ წელთან შედარებით ბევრად წარმატებული და მომგებიანი (ვგულისხმობ პანდემიას, მის დასასრულსა და სკოლაში მერხებთან დაბრუნებას).

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რეალობაში გადასვლა, სკოლის კარების შეღებაა და მშობელთა ჩართულობა მოსწავლის წარმატებისათვის წარმოუდგენლად მნიშვნელოვანია.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- ყველაფერი ჩვენს ხელშია!

ვინაიდან ყველასათვის ცნობილი ამბავია და ორიგინალური არ ვიქნები თუ ამ მაგალითს მოვიყვან - უწინდელ დროს, ძველ ქალაქში ცხოვრობდა მასწავლებელი, გარემოცული თავისი მოსწავლეებით. ერთ-ერთი ნიჭიერი მოსწავლე ერთხელაც ჩაფიქრდა და კითხვა გაუჩნდა: „არსებობს ნეტავ ისეთი კითხვა, რომელზედაც ჩვენს მასწავლებელს არ ექნება პასუხი?“ ის წავიდა ყვავილებით აყვავებულ მდელოზე, დაიჭირა ლამაზი პეპელა და ხელისგულებს შორის მოიმწყვდია. პეპელა ფართხალებდა მის ხელებში, მოსწავლე კი მხიარულად იყო. გაღიმებული მივიდა იგი მასწავლებელთან და ჰკითხა: „მითხარით, როგორი პეპელა მყავს ხელში: მკვდარი თუ ცოცხალი?“ მას მჭიდროდ ყავდა ხელებში მოქცეული პეპელა და მზად იყო მომენტალურად, წამში დაეყენებინა ის შედეგი, რაც მისი პასუხის სინამდვილეს დაამტკიცებდა. მასწავლებელმა არც შეხედა მოსწავლის ხელებს და ასე უპასუხა: „ყველაფერი შენს ხელშია“.

ასე რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია, უკეთესი საქართველო ჩვენს ხელშია.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- არ იყო იმდენი შესაძლებლობა რაც დღესაა.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ნაყოფიერად გამოიყენონ სკოლის წლები, რაც შეიძლება მეტი ისწავლონ და ამავდროულად, კარგი დრო გაატარონ თავიანთ კლასელებთან ერთად...


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

გასაჩივრების შემდეგ ქულა შესაძლოა დაგაკლდეთ - აპელაციის თანხა 50 ლარია

„სასურველია ქუჩაში გადაადგილებისგან თავის შეკავება“ - ზაფხულის ცხელ დღეებთან დაკავშირებით NCDC-ის გაფრთხილება

 საგრანტო კონკურსის ქულები გამოქვეყნდა - შეფასების სქემა და სწორი პასუხები

საბავშვო ბაღებში ცხენის ხორცი შედიოდა - სურსათის ეროვნული სააგენტოს დასკვნა ცნობლია

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები
საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება