| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ვაჟა-ფშაველას სახელობის რუსთავის N23 საჯარო სკოლაში, დირექტორის - მზია კიწმარიშვილის ინიციატივით, გასულ სასწავლო წელს, საინტერესო პროექტს - „სტუმრად ზღაპართან“ საფუძველი ჩაეყარა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, პირველკლასელ მოსწავლეებს დირექტორი შეხვდა და წაუკითხა ზღაპრები. ისინი იქვე შეთანხმდნენ, რომ 1 წლის შემდეგ, როცა ისინი მე-2 კლასს დაასრულებდნენ და კითხვა უკვე კარგად ეცოდინებოდათ ზღაპრებს უკვე თავად წაიკითხავდენ.
დანაპირები შესრულდა.
„ამჯერად უკვე პატარებმა უმასპინძლეს ქალბატონი მზიას და კიდევ ერთხელ იმოგზაურეს ზღაპრების საოცარ სამყაროში, სადაც ყოველთვის სიკეთე და სიყვარული იმარჯვებს, სადაც ყველა ისტორიას კეთილი დასასრული აქვს“, - აღნიშნავენ სკოლაში.
მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ცოდნა აიმაღლეს, დრო კი ნაყოფიერად და საინტერესოდ გაატარეს.
მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
რომელ რეგიონში რამდენი მანდატურის ვაკანსია გამოცხადდა - ჩამონათვალი
15 სექტემბრის შემდეგ დაკეტილი სკოლების სია - სარებილიტაციო თუ დასანგრევი შენობები და გაკვეთილების მიღმა დარჩენილი მოსწავლეები
ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს
„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს“
„დიდი მადლობა ბატონ ლევან გვეტაძეს ყურადღებისთვის“