| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ ილემის საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე ციალა გაბუნია განვითარებაზე ორიენტირებული პიროვნებაა, რომელსაც მოტივაციას მოსწავლეთა თვალებში დანახული სიყვარული აძლევს.
როგორც თავად აღნიშნავს, მზადაა უყვარდეს მოსწავლეები უპირობოდ და იზრუნოს მათ წინსვლასა და განვითარებაზე. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორის მოადგილესთან:
- ეს სასწავლო წელი იყო...
- დატვირთული მრავალფეროვანი აქტივობებით, გამოწვევებით და პოზიტიური ურთიერთ დამოკიდებულებით.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- მზად ვართ გვიყვარდეს თქვენი შვილები უპირობოდ; არ ორიენტირდნენ მხოლოდ ქულებზე და შეაქონ შვილები მცირედი წარმატების დროსაც კი.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დავიხატავდი მზეს და დავაწერდი რომ მზად ვარ ცხოვრებას გავუსწორო თვალი.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ძალიან მძიმე წლები იყო, არავინ დავდიოდით რეპეტიტორთან, ნაბიჯ-ნაბიჯ ვაგროვებდით ცოდნას და არ ველოდებოდით „ბოლო ორ“ წელს, მხოლოდ სკოლიდან მიღებული ცოდნით გავდიოდით მისაღებ გამოცდებზე და წარმატებულადაც.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ჩვენ გელით სიყვარულით და მზად ვართ გაგინაწილოთ სითბო, სიყვარული და ცოდნა, რაც გაქცევთ პატრიოტებად, ღირსეულ მამულიშვილებად და თანამედროვე მსოფლიო საზოგადოებაში კონკურენტუნარიანებად.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით
დამამახსოვრდა...
- კომპლიმენტია თუ არა ვერ გეტყვით მაგრამ 13 წლის წინანდელი ფრაზა სიცოცხლის ბოლომდე მემახსოვრება - „ციცო მას შეიძლება დედა დაგიძახო?“
- მოტივაციას მაძლევს...
- მოსწავლის თვალებში დანახული სიყვარული...
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა