TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სკოლისა და ბავშვების სიყვარულმა მიბიძგა ამ პროფესიაში მეპოვა ჩემი თავი“ - ლია ჩაჩუა, თბილისის N166 საჯარო სკოლის მასწავლებელი
14-06-2023
-
+


ლია ჩაჩუა თბილისის N166 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელია, რომლისთვისაც მოსწავლეების წარმატება, გულწრფელობა და მათი გაბრწყინებული თვალები დიდი ბედნიერებაა. პედაგოგმა იმავე სკოლა დაამთავრა, სადაც ახლა პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწევა და მე-3დ კლასის დამრიგებელია. ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ სკოლისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა უბიძგა ამ პროფესიაში ეპოვა საკუთარი თავი და დაბრუნებულიყო იქ, სადაც ბავშვობის უდიდესი ნაწილი გაატარა. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს პედაგოგ ლია ჩაჩუასთან: 

- ეს სასწავლო წელი იყო...

- საკმაოდ შრომატევადი, ნაყოფიერი, სიახლეებით დატვირთული, ბევრი დადებითი ემოციით გაჯერებული. წლის განმავლობაში განვახორციელეთ უამრავი საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი აქტივობა, რომელიც დადებითად აისახებოდა როგორც მოსწავლეების, აგრეთვე მასწავლებლის განვითარებაზე.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- გაეგრძელებინათ აქტიური ჩართულობა არა მხოლოდ სასწავლო პროცესში, არამედ არაფორმალური განათლების მიღების დროსაც, რადგან მათი მონაწილეობა უმნიშვნელოვანესია სასწავლო პროცესის დაგეგმვასა და სწორად წარმართვის პროცესში.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ჩემი სადამრიგებლო კლასის (მე-3დ კლასი) საერთო ფოტოს წარწერით: „კიდევაც დაიზრდებიან“...

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- თბილისის N166 საჯარო სკოლამ განსაკუთრებული როლი ითამაშა ჩემი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბებასა და მომავალი პროფესიის არჩევაში. სკოლისა და ბავშვებისადმი სიყვარულმა მიბიძგა ამ პროფესიაში მეპოვა ჩემი თავი და დავბრუნებულიყავი იქ, სადაც გავატარე ბავშვობის უდიდესი ნაწილი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- სამშობლო უმნიშვნელოვანესია. როგორც ოტია იოსელიანი იტყოდა „სამშობლოს სიყვარულზე არ უნდა ვსაუბრობდეთ, სამშობლოს სიყვარულს უნდა ვქმნიდეთ“.... „საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ“.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- ყველაზე მეტად ადამიანს გულწრფელი სიტყვები ახარებს, აბედნიერებს და მით უფრო, თუ ეს სიტყვები მოსწავლისაგანაა წამოსული. მოსწავლის სიყვარული შეუფასებელია მასწავლებლისთვის. დიდი ემოცია გამოიწვია ჩემში მოსწავლის მიერ გამოგზავნილმა ხმოვანმა შეტყობინებამ: „მას, მარტო ჩვენ კი არა, მსოფლიოს ბავშვებს უყვარხართ“.

- მოტივაციას მაძლევს...

- თითოეული მოსწავლის გაბრწყინებულ თვალებში დანახული სიყვარული, შემართება, ცოდნის მიღების სურვილი, სკოლაში შრომისმოყვარე კოლექტივი და აქტიური დირექციის წევრები, რომელთა თანადგომასაც მუდმივად ვგრძნობ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება