TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა საკუთარი თავის პატივისცემაა“ - თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი
14-06-2023
-
+


თბილისის N132 საჯარო სკოლის დირექტორი თამარ მაჭარაშვილი მოსწავლეებთან განსაკუთრებული თბილი და მეგობრული ურთიერთობით გამოირჩევა. როგორც თავად აღნიშნავს, სკოლა გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ სკოლაში სწავლობს თხუთმეტამდე ეროვნების ბავშვი და მიუხედავად ამისა სასკოლო თემი ძალიან მეგობრულია. ამას მოწმობს ასევე, სკოლის დევიზი - „სკოლა სადაც მეგობრობას და სიყვარულს ასწავლიან!“. ის თავის მოსწავლეებს მუდამ სწავლისკენ მოუწოდებს და ერთმანეთის თანადგომას ასწავლის. დირექტორისთვის, სწავლა საკუთარი თავის პატივისცემაა. 

etaloni.ge გთავაზობთ სკოლის დირექტორის - თამარ მაჭარაშვილის ბლიც-ინტერვიუს:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- ძალიან რთული იმის გამო, რომ სკოლას უწევდა გაასმაგებული მუშაობა პანდემიის შემდგომი, ე. წ. დანაკარგების შესავსებად და დასაძლევად.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- რომ მათი ჩართულობით და თანადგომით სასწავლო პროცესი მეტად შედეგიანი და პროდუქტიული მივიღეთ. მადლობა მათ მხარდაჭერისთვის და მშობლის მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულებისთვის.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- სწავლა საკუთარი თავის პატივისცემაა, არ მოაკლო პატივისცემა შენს თავს მთელი სიცოცხლის მანძილზე. (ბუმბულ აშლილ, გაჩეჩილ ბუს დავიხატავდი).

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ჩემთვის არ არსებობდა გართობა, დასვენება, მეგობრებთან ან - ნათესავებთან სტუმრიანობა. ჩემს ოთახში შეუსვენებლად მეცადინეობა, რეპეტიტორების გარეშე, იყო ჩემი ყოველდღიურობა სტუდენტობამდე.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- რომ მოუთმენლად ელოდებათ თამარ მასწავლებელი იმ სკოლაში, სადაც მეგობრობასა და სიყვარულს ასწავლიან.

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- აუ, მას, რა კეთილი ხართ! (ბოტასების თასმები შევუკარი და წინდაზე გაქცეული თვალი მივუკემსე). თამარ მასწავლებელო, თქვენ მე სიცოცხლის ხალისი დამიბრუნეთ! (მოსწავლე, რომელიც რამდენიმე სკოლაში თავს ძალიან ცუდად გრძნობდა და სწავლის მიტოვება ჰქონდა გადაწყვეტილი, სანამ ჩვენამდე მოვიდოდა)

თქვენ მართლა დირექტორი ხართ? --- და ბავშვებს ლანჩს თქვენ უმზადებთ? ( გაოცებული და სახტად დარჩენილი სხვა სკოლის მოსწავლე, ტრენინგზე სტუმრად მოსული) :) .......

- მოტივაციას მაძლევს ის ფაქტი...
- რომ როცა ვხედავ, რამდენი თავგზააბნეული ბავშვი დავუბრუნეთ სკოლას და მივეცით სწავლის შანსი. ხელი შევუწყვეთ წარმატებისთვის მიეღწიათ, დაესრულებინათ სკოლა და გამხდარიყვნენ სტუდენტები. თავისი გზა ეპოვა თითოეულ მათგანს. როცა ამდენი მადლიერი ადამიანი გვიზიარებს სითბოს და სიყვარულს, ვხვდები, რომ მართლაც დიდ საშვილიშვილო საქმეს ვემსახურებით.

ჩვენი სკოლა განსაკუთრებული და გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ სკოლაში სწავლობს თხუთმეტამდე ეროვნების ბავშვი და მიუხედავად ამისა სასკოლო თემი ძალიან მეგობრულია. ჩვენი სკოლის დევიზს,  „სკოლა სადაც მეგობრობას და სიყვარულს ასწავლიან!“, რომელიც სკოლის ფასადსაც ამშვენებს, ამართლებს ის გარემოება, რომელიც სუფევს ჩვენთან.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება