TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„აბიტურიენტობა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო“ - ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორი მამია ივარდავა
14-06-2023
-
+


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედაეწერის საჯარო სკოლის დირექტორის მ/შ მამია ივარდავა სკოლის განვითარებაზე, სიახლეების დანერგვასა და მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვაზე ორიენტირებული ხელმძღვანელია. მისთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებისთვის სასიამოვნო, საინტერესო და შემოქმედებითი გარემოს შექმნა, მათი მოტივაციის ამაღლება.

 Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს მამია ივარდავასთან.

- ეს სასწავლო წელი იყო...

- ძალიან ნაყოფიერი, რადგან სკოლამ განახორციელა ძალიან საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტი - სკოლის შიდა სპორტული დარბაზის სრული რეაბილიტაცია, რომელიც დასრულდება მიმდინარე წლის 31 ივლისს და სკოლას ექნება კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. ასევე, დაგეგმილია სკოლის გარე  სპორტული მოედნის კეთილმოწყობა, რაშიც ადგილობრივი ხელისუფლება გვეხმარება. სკოლაში, ასევე, დაინერგა სხვადასხვა სასწავლო აქტივობა, რომელმაც ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.  

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...

- უფრო აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში, მათი აქტიურობაზე ბევრი რამაა დამოკიდებული.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...

- ძალიან მნიშვნელოვან ყველა მოზარდისთვის საჭირო სიტყვებს იყავი ადამიანი და აკეთე სიკეთე.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...

- ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება იყო მაქსიმალურად ვცდილობდი სკოლაში მიღებული ცოდნა გამოცდების დროს გამომეყენებინა და მიმეღწია დასახული მიზნისთვის გავმხდარიყავი სტუდენტი.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...

- უნდა ისწავლონ ბეჯითად და გულმოდგინედ, დაეუფლონ ცოდნას რადგან ეს ცოდნა მათ გამოადგებათ მთელი ცხოვრების მანძილზე.

- მოსწავლისგან მიღებული კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...

- იყო სასწავლო წლის ბოლოს, როდესაც ჩავატარეთ სკოლის შიდა ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ ფორმატში, სადაც აქტიური მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა კალასის მოსწავლეებმა, თამაშის დასრულების შემდეგ მოსწავლეებმა თქვეს ნეტა მალე დაიწყებოდეს მომავალი სასწავლო წელი, რადგან კიდევ გვინდა ამ აქტივობაში მონაწილეობაო - ზუსტად ეს იყო ყველაზე დიდი კომპლიმენტი ჩემთვის, რადგან ამ აქტივობამ ბავშვებში მოწონება დაიმსახურა და ნაყოფიერი გამოდგა ჩვენი შრომა.

- მოტივაციას მაძლევს...

- ის რომ მომავალში სასკოლო საზოგადოებასთან ერთად ბევრ ძალიან საჭირო აქტივობებს ვგეგმავთ, რომელიც სკოლის რიტმს უკეთესობისკენ მიმართავს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება