TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„მოტივაციას მაძლევენ ჩემი აღზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც ქვეყნის ღირსეულ მოქალაქეებს წარმოადგენენ“ - ილარიონ ლაბაძე, რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი
14-06-2023
-
+


ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ რკვიის საჯარო სკოლის დირექტორი ილარიონ ლაბაძე მოსწავლეთათვის სამაგალითო პიროვნებაა. ის ბავშვებს სწავლას შთააგონებს და წარმატებისკენ უბიძგებს. დირექტორი, მოსწავლეებთან და პედაგოგებთან ერთად აქტიურადაა ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს ილარიონ ლაბაძესთან:

- ეს სასწავლო წელი იყო...
- დატვირთული, საინტერესო აქტივობებით აღსავსე. სასწავლო გარემო იყო მორგებული ეროვნულ სასწავლო გეგმაზე, მოსწავლეთათვის მოეწყო სასწავლო ექსკურსია ვანის ნაქალაქარსა და გალაქტიონ ტაბიძის სახლმუზეუმში.

- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი: 
- მადლობას ყურადღებისათვის და ჩართულობისათვის, სასწავლო პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის, თავიანთი შვილების გვერდით დგომისათვის.

- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი:
- ცხოვრება გრძელდება, მოემზადე უკეთესი მომავლისათვის.

- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- იყო გარკვეული მღელვარებები, თუმცა სურვილი წარმატებისათვის მიმეღწია მაძლიერებდა და განმაწყობდა ბრძოლისათვის.

- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ქვეყნისა და თითოეული მათგანის ღირსეული ცხოვრება გარანტირებული იქნება, მხოლოდ კარგი განათლებით, ამიტომ გაითვალიწინონ შეგონება: „სწავლა არის საფუძველი ყოველივე უკეთესი ცხოვრების მიღწევისათვის“

- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- „მეც მინდა თქვენისთანა მასწავლებელი გავხდე“.

- მოტივაციას მაძლევს...
- ჩემი გაზრდილი ახალგაზრდები, რომლებიც მოღვაწეობენ, საქმიანობენ სხვადასხვა სფეროში და ჩემი ქვეყნის ღირსეულ ადამიანებს წარმოადგენენ.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს 

რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე

სკოლებისთვის ვადა გახანგრძლივდა - სისტემაში კომისიების დამატება 5 ნოემბრის ჩათვლითაა შესაძლებელი

პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა

ვიდეოინსტრუქცები და ახალი რესურსები ელექტრონლი ჟურნალის გამოსაყენებლად პროფესიული განათლების მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„ისინი ერთად გაიზრდებიან. ხეები იშრიალებენ და ბავშები დატკბებიან თავისი შრომის შედეგით“
 
სსიპ ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ მუქედის საჯარო სკოლა
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება