| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა ჭალოვანის საჯარო სკოლის ხელმძღვანელი მარინა ხვედელიძე მოსწავლეებისთვის საიმედო და განსაკუთრებით საყვარელი დირექტორია. ის მუდამ სასკოლო თემის წინსვლისა და განვითარებისკენაა ორიენტირებული. დირექტორი მოსწავლეებს ურჩევს ისწავლონ, ეძიონ და შეიქმნან წარმატებული მომავალი, თავად კი, ამ მიზნის მისაღწევად მუდამ მოსწავლეთა მხარდამჭერია. Etaloni.ge გთავაზობთ ბლიც-ინტერვიუს დირექტორ მარინა ხვედელიძესთან.
- ეს სასწავლო წელი იყო...
- სიახლეების, სიხარულის და ურთიერთსიყვარულის სასწავლო წელი.
- მშობლებს სკოლის სახელით ვეტყოდი...
- გვიყვარხართ, გაფასებთ და მადლობა სკოლასთან თანამშრომლობისათვის.
- ბოლო ზარზე პერანგზე დავიწერდი/დავიხატავდი...
- დავიწერდი გეცხოვროთ და გეხაროთ მშვიდობიან, გამთლიანებულ საქართველოში.
- მე რომ აბიტურიენტი ვიყავი...
- ვცდილობდი მეტი ინფორმაცია მომეძიებინა და შეძლებისდაგვარად მოვმზადებულიყავი გამოცდებისათვის.
- მომავალ პირველკლასელებს ვეტყოდი...
- ისწავლეთ, ეძიეთ და გზა გაიკაფეთ თქვენი მომავალი ცხოვრებისათვის.
- მოსწავლისგან მიღებული შექება/კომპლიმენტი, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა...
- მარინა დირექტორ-მასწავლებელო, გვეიმედები!
- მოტივაციას მაძლევს...
- სრულიად სკოლის თემის გვერდში დგომა.
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა