სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

10 000-მდე მოსწავლემ ტესტირება გაიარა  - დეტალები
13-06-2023
-
+


2023 წლის მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) საქართველოში 1 მაისს დაიწყო და 9 ივნისს დასრულდა - ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

კვლევაში მონაწილეობდა 166 სკოლის (საჯარო და კერძო სკოლების) მე-4 და მე-8 კლასის 10 000-მდე მოსწავლე, რომელთა შერჩევაც შემთხვევითი პრინციპით მოხდა.

კვლევა სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარდა. სხვა განვითარებული ქვეყნების მსგავსად, პირველად საქართველოში მოსწავლეთა ტესტირება ონლაინ ადმინისტრირების მეთოდით წარიმართა. მოსწავლეებთან ერთად კვლევაში მონაწილეობდნენ მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექტორები.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში ტარდება და მას ორგანიზებას უწევს საგანმანათლებლო მიღწევების შეფასების საერთაშორისო ასოციაცია (IEA). საქართველო ამ კვლევაში მონაწილეობას იღებს 2007 წლიდან და მის ადმინისტრირებას საქართველოში შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს.

მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა (TIMSS) საშუალებას გვაძლევს, ზუსტად შევაფასოთ ჩვენი ქვეყნის მოსწავლეთა პროგრესი მათემატიკასა და ბუნებისმეტყველებაში, ასევე, დავადგინოთ ის მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავს მათ მიღწევებს ამ მიმართულებით.

კვლევის მაღალ დონეზე ადმინისტრირებისათვის შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა ტრენინგები შერჩეული სკოლების კვლევის კოორდინატორებისა და ტესტირების ჩამტარებლებისათვის. ტრენინგებში მონაწილეობდა 166 სკოლის 242 წარმომადგენელი.

მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე ციკლში განსაკუთრებით მაღალი იყო როგორც მოსწავლეების, ისე მასწავლებლების, დირექტორებისა და მშობლების მონაწილეობის მაჩვენებლები საქართველოში. კვლევა მთელი ქვეყნის მასშტაბით მაღალ დონეზე და საერთაშორისო რეკომენდაციებისა და სტანდარტების სრული დაცვით ჩატარდა. კვლევის პროცესს აკვირდებოდნენ და აფასებდნენ ხარისხის კონტროლის საერთაშორისო მონიტორები.

TIMSS 2023-ის შედეგები 2024 წელს გახდება ცნობილი.

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება