სიახლეები
ყველაზე პოპულარული
ეტალონი

ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზული ფინალის მორიგი მონაწილე - „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი
04-05-2018
-
+


„ეტალონი“ მორიგ ინტელექტ-ჩემპიონატს ატარებს - დღეს „ბათუმის ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდება.

საგანმანათლებლო პროექტ „ეტალონის“ შემოქმედებითი გუნდი, ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორთან და წამყვანთან, გოჩა ტყეშელაშვილთან ერთად ბათუმს სტუმრობს.

ამ წუთებში ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი ბათუმის N25 საჯარო სკოლაში მიმდინარეობს. მასში ბათუმის სკოლებიდან გამორჩეული ახალგაზრდები მონაწილეობენ.

ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე გოჩა ტყეშელაშვილმა 2016-2017 სასწავლო წლის „ბათუმის ეტალონ მოსწავლეს“, ქეთი შენგელიას გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქარი პირადად გადასცა.

ამასთან, ქეთის სკოლას - „კავკასიის ბიზნესის სკოლას“ „ეტალონის“ ეგიდით, ლიტვის საელჩოსგან სპეციალური ალმანახი გადაეცა, პირადად ლიტვის ელჩის, გიედრიუს პუოჯუნასის ხელმოწერით.

2016-2017 წელს კიდევ ერთი „ეტალონი მოსწავლე“ ჰყავდა - მიხეილ პაპუნიძე. ის დღევანდელ ღონისძიებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ ესწრება. მიხეილსა და მის სკოლას - ბათუმის N2 საჯაროს სკოლას კუთვნილ საჩუქარს საკრებულოს წარმომადგენლები გადასცემენ.

ღონისძიებას ბათუმის საკრებულოს განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ირაკლი პატარაძე, რესურსცენტრის უფროსი გოჩა დავითაძე, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ შეჯიბრში გამარჯვებულს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტული მიენიჭება და ის ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას.

„ეტალონი“ 2017-2018 სასწავლო წელს საქართველოს ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტს ესტუმრება და ადგილზევე გამოავლენს „ეტალონ მოსწავლეებს“.











კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

გამოცდებს მე-12 კლასელებიც ჩააბარებენ - ცნობილია, კიდევ რომელ მოსწავლეებს ეხებათ ტესტირება

სკოლის ნიშნები უმაღლესი განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის - რა წერია ოფიციალურ დოკუმენტში

როდიდან უნდა ჩაირთოს გათბობა სკოლებში და რა ტემპერეტურა უნდა იყოს საკლასო ოთახებში 

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება