| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის N2 საჯარო სკოლის Iა კლასის მოსწავლეებმა სასწავლო წელი შთამბეჭდავი ღონისძიებით დაასრულეს.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა „ანბანეთში“, იმოგზაურეს და იაკობ გოგებაშვილის შემოქმედება უკეთესად შეისწავლეს.
პატარებმა, დედა ენაზე ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და გოგებაშვილის მოთხრობებიდან სცენები დადგეს.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიებაზე საბავშვო მწერალი სოფო გასიტაშვილი იყო მიწვეული.
სტუმრის პატივსაცემად, ბავშვებმა მისი ლექსები წაიკითხეს და შემოქმედებას გააცნეს, რომელიც მეგობრობის, ურთიერდახმარების და სიყვარულის გრძნობითაა განმსჭვალული.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებს დაბადების დღის წიგნები გადაეცათ.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებამ, დამსწრეთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
მეორე დღეს კი, მშობლებთან ერთად სასწავლო ხასიათის ექსკურსია მოეწყო, მარშრუტით: რუისი - ვარიანი - შინდისი - ატენის სიონი - გორის ციხე - რუისი.
„ფერადი დღეების სიუხვე ჩემო ბავშვებო თქვენს საყვარელ, აქტიურ და ჩვენს გვერდში მდგომ მშობლებთან ერთად“, - აღნიშნავს კლასის დამრიგებელი ლეილა ზურაბაშვილი.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
ამინდის უარესდება, მოსალოდნელია ძლიერი ნალექი - ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს
რეპეტიტორიუმში პედაგოგების დასაქმებისთვის რეკომენდაციებს მასწავლებლის სახლი გასცემს - ხუციშვილი დეტალებზე
პროფესიული თანამშრომლობა, გამოცდილების გაზიარება და ახალი საგანმანათლებლო მიდგომები - მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი შეხვედრა
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა